მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლამ განაცხადში 19 ფეხბურთელი შეიყვანა

გვარდიოლამ განაცხადში 19 ფეხბურთელი შეიყვანა

სამეფო თასის 1/4 ფინალური მატჩისთვის გვარდიოლამ განაცხადში ძირითადი გუნდის 15 და კანტერის 4 ფეხბურთელი შეიყვანა… “ბარსა ბ”-დან მან უხმო მონტოიას, კუენკას, დოს სანტოსსა და სერხი რობერტოს.

 

აღდგენითი პროგრამა პედროსთვის

 

ერთ-ერთმა ტრავმირებულმა ფეხბურთელმა, პედრო როდრიგესმა, აღდგენითი პროგრამა გაიარა “სანტ ჟოან დესპიზე”. შეგახსენებთ, რომ კანარის კუნძულელი “პამპლონაზე” დაშავდა “ოსასუნას” წინააღმდეგ თამაშისას.

 

გუნდი მადრიდში გაემგზავრება დღეს, თბილისის დროით 13 საათსა და 15 წუთზე. მათი რეისი 45 წუთში მორჩება და აეროპორტიდან მადრიდამდე 1 საათს მოუნდებიან. მატჩამდე კი ისინი სასტუმროში დაისვენებენ.

 

“ბარსელონას” განაცხადი “რეალთან” გასამართი მატჩისთვის:
ვალდესი, პინტო, ალვეში, პიკე, პუიოლი, ადრიანო, აბიდალი, მასკერანო, ბუსკეტსი, ფაბრეგასი, ჩავი, ინიესტა, ტიაგო, მესი, სანჩესი, კუენკა, მონტოია, დოს სანტოსი, სერხი რობერტო. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში