– ”ბარსამ” პრიმერას პირველი წრე ”ნოუ კამპზე” ასე დაასრულა: 43 გატანილი გოლი და 2 გაშვებული. გვარდიოლას შეგირდებს 60 წუთი არ ეყოთ, რათა პირველი წრე საკუთარ მოედანზე გოლის გაუშვებლად დაესრულებინათ.
– ”ბარსას” 2 გოლი ”ნოუ კამპზე” 2010 წლის 11 სექტემბრის შემდეგ არ გაიშვია. ეს ”ერკულესთან” მატჩში მოხდა.
– კარლეს პუიოლი უკვე ზედიზედ 50 მატჩია დაუმარცხებელია. ბოლოს კაპიტანმა წარუმატებლად 2010 წლის 20 აპრილს იასპარეზა – ეს იყო ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური მატჩი ”სან სიროზე ”ინტერთან”.
– ჩავიმ ”ბარსას” რიგებში პრიმერაში მე-400 შეხვედრა ჩაატარა. მან ეს იუბილე ”ბეტისის” კარში გატანილი გოლით აღნიშნა. ამ სეზონში კი მას უკვე 9 გოლი აქვს გატანილი.
– ბუსკეტსმა პრიმერაში ”ბარსას” რიგებში მე-100 შეხვედრა გამართა. ამათგან 78 მატჩში გამარჯვება კატალონიელებმა იზეიმეს, 4-ჯერ კი მარცხი განიცადეს.
– გვარდიოლას ანგარიშზე მთავარი მწვრთნელის ამპლუაში პრიმერაში უკვე 100 გამარჯვებაა.
– მასკერანომ მატჩში ყველაზე მეტი, 13 ჩაჭრა მოახერხა.
– მესიმ მეტოქის კარში ყველაზე მეტჯერ (5) დაარტყა.



