”ბარსელონას” მცველმა, ერიკ აბიდალმა, რომლის კონტრაქტის კლუბთან ზაფხულში იწურებოდა ხელშკრულება კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა, იტყობინება ”La Vanguardia”.
ამ გამოცემის ცნობით ერიკ აბიდალი ”ბარსაში” 2013 წლის ივნისამდე ითამაშებს. ასევე კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც ერიკს კიდევ 2 წლით შეეძლება კონტრაქტის გაგრძელება.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის ფრანგი ”ბარსაში” 2007 წელს, ”ლიონიდან” გადავიდა. მან ხშირად განაცხადა, რომ კარიერის დასრულება ”ბარსაში” სურს და ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ ცხოვრებას ბარსელონაში გააგრძელებს.


