მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რით დაგვამახსოვრდება მატჩი ”ბეტისთან”?

რით დაგვამახსოვრდება მატჩი ”ბეტისთან”?

პრემია

”ბარსელონამ” ესპანეთის საერთო სამედიცინო ოჯახისგან მიიღო პრემია ”ნოუ კამპზე” მოწევის აკრძალვის გამო.

მონტოიას ”განდევნა”

ფილიალის ლატარელი, მარტინ მონტოია იძულებული გახდა მატჩისთვის თვალი ტრიბუნებიდან ედევნებინა, რადგან პეპ გვარდიოლამ ის განაცხადს მიღმა დატოვა. სერხი რობერტო და ჯონათან დოს სანტოსი შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან უყურებდნენ.

ბუსკეტსის იუბილე

პრიმერაში 2008 წელს, ”რასინგთან” მატჩში დებიუტის შემდეგ სერხიო ბუსკეტსი ”პეპ თიმის” განუყრელ ნაწილად იქცა. ეს მატჩი პრიმერაში ”ბარსას” რიგებში მისთვის მე-100 იყო.

ფონტასის მხარდაჭერა

მთელი გუნდზე მოედანზე წარწერით გამოვიდა: ”გამაგრდი ანდრეუ”. ამგვარად ფეხბურთელებმა მხარი დაუჭირეს თანაგუნდელს, რომელმაც სერიოზული ტრავმა სამეფო თასის შეხვედრაში, ”ოსასუნასთან” მიიღო.

ტრავმირებულები მატჩზე!

ვილია, ფონტასი და აფელაი სტადიონზე ექიმ მანელია ესტიარტეს მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ.

ესკანიუელა ”ნოუ კამპზე”

ესპანეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ხოსე ლუის ესკანიუელა მატჩზე საყვარელი გუნდის (”ბეტისი”) მხარდასაჭერად იყო მისული.

მესი და ყვითელი ბარათები

ლეო თავს გოლების ხშირი გატანით იჩენს, თუმცა ამჟამად ძალიან ბევრი ყვითელი ბარათი დაუგროვდა. არგენტინელმა გაფრთხილებები პრიმერას ბოლო სამ მატჩში ზედიზედ მიიღო – ”რეალთან”, ”ესპანიოლთან” და ”ბეტისთან”.

გვარდიოლას მე-100 გამარჯვება

გვარდიოლამ მთავარი მწვრთნელის რანგში პრიმერაში მე-100 გამარჯვება მოიპოვა. ამას გარდა ის შევა ისტორიაში იმ მწვრთნელების სიაში, რომლებმაც ამ მიღწევას ძალიან მცირე დროში მიაღწიეს. პეპის გუნდმა 132 შეხვედრიდან 100-ში გაიმარჯვა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში