მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფანებს ჯილდოები წარუდგინეს

ფანებს ჯილდოები წარუდგინეს

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელებმა, “ბეტისთან” მატჩის დაწყებამდე “კამპ ნოუზე” შეკრებილ გულშემატკივრებს ჯილდოები წარუდგინეს.

 

მოგეხსენებათ “ბლაუგრანას” არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ, 2011 წელს ზედიზედ მესამედ მოიგო “ოქროს ბურთი”. ლეომ მოპოვეული პრიზი, შეხვედრის დაწყებამდე კატალონიელ ქომაგებს წარუდგინა. ასევე გუნდის კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა 2011 წლის ბოლოს მოგებული მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის თასი აჩვენა გულშემატკივრებს.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ფეხბურთელები ანდრეუ ფონტასის მხარდასაჭერი მაისურებით გამოვიდნენ მოედანზე. ცნობისთვის ახალგაზრდა მცველმა უმძიმესი ტრავმა მიიღო “ოსასუნასთან” შეხვედრაში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში