”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა შაბათის პრეს-კონფერენციაზე ამბოდა, რომ ”ლა ლიგაში გასათამაშებელი კიდევ 63 ქულაა და გვჯერა, რომ კვლავ გვაქვს შანსი ჩემპიონატის მოგების”.
პეპ გვარდიოლა არ აპიერებს თეთრი დროშის აწევას მიუხედავად იმისა, რომ ”რეალი” 5 ქულით წინ იმყოფება: ”ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მე დარწმუნებული ვარ პრიმერას მოსაგებად ბოლომდე ვიბრძოლებთ. მოვიგებთ თუ არა ეს უკვე არ ვიცი”. პეპს უდიდესი რწმენა აქვს ფეხბურთელების: ”ჯერ კიდევ 63 ქულაა გასათამაშებელი. ეს ძალიან ბევრი ქულაა და ჩემი ერთადერთი მიზანი არის ის, რომ ფეხბურთელებს ამ 63 ქულის აღებაში დავეხმარო. ჩვენ გვაქვს შანსი და რატომ არ გამოვიყენოთ ის?”.
ლა ლიგა პრიორიტეტულია
მას შემდეგ, რაც პეპ გვარდიოლა პირველი გუნდის მწვრთნელი გახდა აცხადებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი ლა ლიგაა. შაბათს კი მან ამ საკითხს ხაზი გაუსვა: ”ეს არის ჩვენი პური და კარაქი. ამიტომაც გამოირჩევა პრიმერა სხვა ტურნირებიდან”. სწორედ ამიტომა ის კვირას, ”ბეტისთან” გასამართ მატჩს მნიშვნელოვან სამზადისად მიიჩნევს ოთხშაბათს, ”რეალთან” მატჩისვის. რაც არ უნდა მოხდეს თასის შეხვედრებში გვარდიოლა გამორიცხავს დაბნეულობას ლა ლიგის მატჩებში: ”არ იქნება იმის დრო, რომ შეცდომების გამო ვინანოთ. თუკი კარგ რეაგირებას არ მოვახდენთ საჩემპიონო გზიდან გადავალთ”.
გვარდიოლა კარგ მატჩს ელის
”ბეტისი” პრიმერა დივიზიონში გასული სეზონის ბოლოს დაბრუნდა, თუმცა გვარდიოლამ ეს გუნდი კარგად იცის. ”ბარსა” შარშან თასზე შეხვდა ”ბეტისს”. ”მათ იგივე მწვრთნელი ჰყავთ და რამდენიმე ძიერი ფეხბურთელი. ისინი ძლიერები არიან”. პეპმა სევილიელების თამაშის სტილი წინა ოპონენტს, ”ოსასუნას” შეადარა: ”მათ კომბინაციური თამაში უყვართ. სხვადასხვა მიმართულებით ათამაშებენ ბურთს, შეუძლიათ წესრიგი დაგირღვიონ. მათი მეკარე ძალიან ძლიერია. მათ ბოლო სამი შეხვედრა მოიგეს”.
ახალგაზრდები საუკეთესო პოლიტიკა
”ბარსას” შემადგენლობა მცირდება. პედრო და ფონტასი ტრავმირებულებს, აფელაის და ვილიას შეემატნენ. სეიდუ კეიტა აფრიკის თასისთვის ემზადება, ხოლო მაქსველი ”პსჟ”-ში გადავიდა. გვარდიოლამ განაცხადა, რომ გუნდი გაძლიერებას სხვა კლუბებიდან არ შეეცდება: ”ჩვენ ახალგაზრდებს დავეყრდნობით. სატრანსფერო ბაზარზე გასვლა კარგი იდეა არ არის, რადგან ახალ ფეხბურთელებთან უნდა აწარმოო მოლაპარაკება და ეს ფული ღირს. რეზერვისტებში ფულის გადახდა არ გვიწევს, ისინი მეტად პროდუქტიულები არიან და პრობლემებსაც კარგად გადაწყვეტენ”.



