მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

”ბარსელონამ” დღეს დილით სიუტატ ესპორტივაზე კვირას, ”ბეტისთან” გასამართი მატჩისთვის (22:30 საათი) მოსამზადებლად ივარჯიშა. გვარდიოლა პირველი გუნდის 15 ფეხბურთელთან და ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელებთან, კუენკასთან, მონტოიასთან, სერხი რობერტოსთან და დოს სანტოსთან ერთად მუშაობდა.

კვირას ”ნოუ კამპზე” პრიმერას 19-ე ტურის შეხვედრა გაიმართება. გუნდი სრულიად კონცენტრირებულია ამ შეხვედრაზე. დღეს დილით სიუტატ ესპორტივაზე დახურულ კარს მიღმა ჩატარდა ვარჯიში. პეპის განკარგულებაში პირველი გუნდი 15 და სარეზერვო გუნდის 4 ფეხბურთელი იყო. ძირითადი დანაკლისი ტრავმირებული ფეხბურთელები იყვნენ და სეიდუ კიეტა, რომელიც აფრიკის თასის გათამაშებისთვის ემზადება.

აპლოდისმენტები ვალდესს

სესია დაიწყო აპლოდისმენტებით, რომელიც ვიქტორ ვალდესს მიეძღვნა. მეკარეს დღეს 30 წელი შეუსრულდა. თანაგუნდელებმა და მწვრთნელებმა სავარჯიშო მოედანზე ერთად მიულოცეს ფეხბურთელს დაბადების დღე.

გუნდი ”ბეტისთან” შეხვედრამდე უკანასკნელ ვარჯიშს ხვალ, 12 საათზე ”ნოუ კამპზე” გამართავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში