კატალონიის “ბარსელონას” ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ პასუხი გასცა გავრცელებულ ჭორებს, რომ ბოლო წლებში “ბარსელონაში” გადაწყვეტილებებეს იგი იღებს და არა პეპ გვარდიოლა. ბევრს სჯერა, რომ ბოლო წლებში მიღწეული წარმატებების გათვალიწინებით, ლეო მესი კლუბში ლიდერია და იგი იღებს გადაწყვეტილებებს:
“არ იფიქროთ, რომ მე ვხელმძღვანელობ გუნდს და გადაწყვეტილებებს ვიღებ. ჩვენ გვყავს მწვრთნელი, რომლის წვლილი გუნდის წარმატებაში უდიდესია. მე იგივე უფლებები მაქვს, რაც სხვა “ბარსას” წევრებს,”განაცხადა მესიმ.
მოგეხსენებათ არგენტინელმა 2011 წელს ზედიზედ მესამედ მოიგო “ოქროს ბურთი”.



