”ბარსელონა” დღეს დილით პამპლონადან დაბრუნდა და სიუატატ ესპორტივაზე სავარჯიშოდ გაეშურა. ის ფეხბურთელები, რომლებიც ძირითადში იყვნენ მსუბუქად ვარჯიშობდნენ. კუენკა, მონტოია, სერხი რობერტო და დოს სანტოსი ასევე გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ.
”ბარსელონას” თვითმფრინავი პამპლონადან ”ელ-პრატის” აეროპორტში 11:15 საათზე დაეშვა. სამეფო თასის 1/4 ფინალში გასვლის შემდეგ ფეხბურთელებმა ვარჯიში განაახლეს. კვირას, 21:30 საათზე ისინი ”ნოუ კამპზე” მასპინძლობენ ”ბეტისს”, რის გამოც გუნდს ასე სწრაფად მოუხდა ვარჯიშის გაგრძელება.
აღდგენითი ვარჯიში
გვარდიოლას განკარგულებაში ყველა ფეხბურთელი იყო გარდა ტრავმირებულებისა და სეიდუ კეიტასი, რომელიც აფრიკის თასისთვის ემზადება. გუშინდელ მატჩში ძირითად 11-ეულში მყოფი ფეხბურთელები მსუბუქად ვარჯიშობდნენ, მაშინ როცა დანარჩენი ნაწილი ძლიერი ინტენსივობით ვარჯიშობდა ინიესტასა და ალვეშთან ერთად, რომლებიც პამპლონაში არ გამგზავრებულან. პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ კეუნკა, სერხი რობერტო, დოს სანტოსი და მონტოია.
ხვალ 11 საათზე გუნდი მორიგ ვარჯიშს გამართავს. სესია დახურულ კარს მიღმა ჩატარდება სიუტატ ესპორტივაზე. ვარჯიშის შემდეგ პეპ გვარდიოლა ჟურნალისტების წინაშე წარსდგება.



