კატალონიის “ბარსელონას” მცველმა, ხერარდ პიკემ ისაუბრა გუშინდელი მატჩის შესახებ და ცოტა რამ, ელ “კლასიკოზეც” თქვა, იტყობინება ესპანური მედია. მოგეხსენებათ, გუშინ “დელ რეის თასის” ეგიდით გამართულ შეხვედრაში, კატალონიელებმა “ოსასუნა” 1-2 დაამარცხეს:
“ოსასუნასთან” გამარჯვება ყოველთვის რთულია, რადგანაც გუნდი კარგად თამაშობს შეტევაში. პირველ ნახევარში ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ და შედეგიც მივიღეთ. ყოველთვის სასიამოვნოა “ოსასუნას” მოედანზე გამარჯვება.”
“რეალის” და “ბარსას” დაპირისპირებაში, ფავორიტი არ არსებობს. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა შედეგები გვაქვს “კლასიკომდე”. ჩვენ მოსაგებად ჩავალთ მადრიდში,” განაცხადა პიკემ.



