რით დაგვამახსოვრდება გუშინდელი შეხვედრა ”ოსასუნასთან”?
ნისლის საშიშროება
პამპლონაში ”ბარსელონას” მოულოდნელ მეტოქესთან, ნისლთან შერკინება მოუწია. ამინდის შეცვლის გამო ნისლი გაიფანტა და მატჩის ჩატარება მოხერხდა.
პინტო ძირითადში
”ოსპიტალეტთან” შეხვედრების მსგავსად გუშინდელ შეხვედრაში ”ბარსელონას” კარს ხოსე მანუელ პინტო იცავდა. ”რეალთან” გასამართი მატჩების წინ გულშემატკივრები ითხოვენ, რომ კარები კლასიკოებში ვალდესმა დაიცვას, თუმცა ბოლო სიტყვა გვარდიოლაზეა.
სიცივე
როგორც ფოტოზე ხედავთ გუნდის ფეხბურთელებს კარგად ჩაცმა დასჭირდათ, რათა არ გაყინულიყვნენ ღამის პამპლონაში.
სტვენა მესის მისამართით
არგეტინელის მოედანზე გამოსვლა გულშემატკივრებმა სტვენით შეაფასეს. გულშემატკივრები ლეოზე გაბრაზებულები იყვნენ ტყუილის გამო, რომელიც მან პირველ შეხვედრაში გრიპის შესახებ მოიგონა.
სერხი რობერტოს გოლი
კანტერანომ მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა. საერთოდ კი მან მატჩი ნორმალურ დონეზე ჩაატარა.
კლასიკოები
პირველი შეხვედრა ”სანტიაგო ბერნაბეუზე” 18 იანვარს, ადგილობრივი დროით 22 საათზე გაიმართება, განმეორებითი მატჩი 25 იანვარს, ასევე 22 საათზე. ორივე მატჩის დროს საზეიმო განწყობა იქნება: 18 იანვარს პეპ გვარდიოლას დაბადების დღეა (41), განმეორებით მატჩში კი ჩავის იუბილეა, რომელიც 32 წლის ხდება. მომდევნო დღეს კი მილოცვებს მოურინიო მიიღებს, რომელიც 49 წლის გახდება.