მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფონტასმა და პედრომ ტრავმები მიიღეს

ფონტასმა და პედრომ ტრავმები მიიღეს

”ოსასუნასთან” გამართული მატჩი ტრავმების გარეშე არ დასრულდა. თავდაპირველად მატჩის მე-12 წუთზე ფონტასმა დატოვა მოედანი. როგორც შემდგომი გამოკვლევებიდან დადგინდა ფეხბურთელს მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი. უახლოეს დღეებში ფონტასს ოპერაცია ჩაუტარდება, რის შემდეგაც დადგინდება მისი დაბრუნების თარიღი. მიმდინარე სეზონში ანდრეუმ 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა: ”ოსპიტალეტთან” ორივე მატჩში, ლიგაზე ”ბატესთან”, პრიმერაში ”სოსიედადთან” და გუშინდელ მატჩში.

მოგვიანებით, მატჩის 68-ე წუთზე პედრო როდრიგესმა შეცვლა ითხოვა. ფეხბურთელმა მარცხენა ბარძაყში დისკომფორტი იგრძნო. მისი დაბრუნების დრო ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ის გამოტოვებს მატჩს ”ბეტისთან” და სამეფო თასის 1/4 ფინალური შეხვედრის პირველ მატჩს მადრიდის ”რეალთან”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში