FC Barcelona-Campeones de Espana (ნაწილი პირველი)

FC Barcelona-Campeones de Espana (ნაწილი პირველი)

“ბარსელონა”– 21–ე საუკუნის, ჯერჯერობით პირველი ათწლეულის საუკეთესო კლუბი. როდესაც კატალონიელებმა 2008–2009 წლების სეზონში 6 თასი მოიპოვეს, მთელი მსოფლიო მათზე ალაპარაკდა. 6 თასი! 6 ტიტული! ასეთი რამ ჯერ არავის გაუკეთებია. მართალია, სულ ახლახანს “ინტერმა” ყველა თასი მოიგო რისი მოგებაც შეეძლო, თუმცა სულ რაოდენობრივად 3 თასი გამოუვიდა. ასე რომ “ბარსას” 6 ტიტული შეუდარებელია. “2009–2010 წლების სეზონში, ბევრი ადამიანი “ბლაუგრანასგან” იგივეს მოელოდა; ბევრი კი–პირიქით, ფიქრობდნენ, რომ მათ საერთოდ აღარაფერი გამოუვიდოდათ. საბოლოო ჯამში არც ერთი გამართლდა და არც მეორე. “ბარსელონამ” ვერ მოიგო ყველა ტიტული, თუმცა საერთოდ უთასოდ არ დარჩენილა. მათ მოახერხეს და გახდნენ ესპანეთის ჩემპიონები. როგორც მოგეხსენებათ, “ვალიადოლიდის” ბოლო ტურში დამარცხების შემდეგ (4:0), კატალონიაში დიდი ზეიმი გაიმართა. ზეიმისას ყველა ფეხბურთელი გამოვიდა და თავისი პატარა კომენტარი გააკეთა. ამ სიახლეში სწორედ ამ კომენტარებს გთავაზობთ, ვიდეოების სახით. შეგიძლიათ პირდაპირ უყუროთ და თუ მოგეწონებათ, გადმოწერთ კიდეც. რა თქმა უნდა გვარდიოლას შეგირდები ესპანურად ლაპარაკობენ, თუმცა არ იდარდოთ, ვიდეოს დაბლა ეწერება ინგლისურად, თუმცა ინგლისურიც თუ არ იცით, არც მაგაზე იდარდოთ. მე გთავაზობთ ყველაფერს ქართულად, რასაც ისინი ამბობენ. მაშ ასე, დავიწყოთ ჩვენი “ტარზანით”, ჩვენი პუიოლით.

 

კარლეს პუიოლი

 

–პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ მთელი სეზონი ჩვენი მხარდაჭერისათვის. ამ წელს ჩვენ გვიტევდნენ ყველა მხრიდან, თუმცა მათ ვერ გაგვაჩერეს. ჩვენ ვართ ჩემპიონები იმიტომ, რომ ვართ მსოფლიოში საუკეთესო კლუბი. და ბოლოს, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ყოველთვის გვერდში გვედგა. ისინი რომ არა, ახლა აქ ვერ ვიდგებოდით და ვერ აღვნიშნავდით ესპანეთის ჩემპიონობას. ძალიან დიდი მადლობა… ახლა პეპი ილაპარაკებს… ძალიან დიდი მადლობა. Visca el Barca, Visca Catalunya!

 

ხოსეპ გვარდიოლა

 

–საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა ყველას. ჩემი პირველი სიტყვები არის პრეზიდენტ, ლაპორტასთვის. დიდი მადლობა ამ 7 წლისთვის. ამდენი შესანიშნავი წლებისათვის. მე მინდა, რომ ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად ყოფნისათვის, თამაშებზე მოსვლისათვის. ყველაზე დიდი მადლობა ამ ფეხბურთელებს. ისინი მთელ იმპერიას ფლობენ. მათ ბადალი არ ჰყავთ. მათ გააკეთეს ჩვენი საქმე, საქმე, რომელიც ეკუთვნის მათ ყველა გვერდზე მდგომ ადამიანს. და ბოლოს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას… და უბრალოდ გეტყვით, რომ ჩვენ თქვენი ერთი რამ გვმართებს. შემდეგ შაბათს, ჩვენ უნდა ვყოფილიყავით ერთ ადგილას, სადაც ვერ გავედით (ლაპარაკია ჩემპიონთა ლიგის ფილაზე ავტ.). ჩვენ თქვენი ერთ რამ გვმართებს და ეს ფეხბურთელები ყოველთვის ასრულებენ დანაპირებს და არასდროს იჭრებიან მაგ საქმეში. გეხვევით ყველას.

(გვარდიოლას კომენტარის შემდეგ, წინა ვიდეოში ჩავი თავის გამოსვლა დაიწყო და მხოლოდ ორი წინადადება თქვა. დანარჩენი გაგრძელებაა აქაა და იმ ორ წინადადებასაც აქ გადავაბამ, ავტ.).

 

ჩავიერ ერნანდესი

 

–საღამო მშვიდობისა ყველას. როგორც “პუიმ” თქვა, ამ წელს ისინი ცდილობდნენ ჩვენს შეჩერებას, თუმცა ვერ მოახარხეს. ეს გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა. როგორც “პრეზიმ” (პრეზიდენტმა, ავტ.) თქვა, მათ ჩვენგან უნდა ისწავლონ და აიღონ მაგალითი. Visca el Barca, VIsca Catalunya! და ბოლოს, “პრეზი”, წავედით Luz de Gas–ში (ერთ–ერთი საუკეთესო რესტორანი ბარსელონაში), “პრეზი”.

 

ვიქტორ ვალდესი

 

–საღამო მშვიდობისა ყველას. თქვენ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები ხართ! (გულშემატკივრები ყვირიან: ოე, ოე, ოე, ოეეე, ვიქტორ ვალდეეს!). მადლობა, დიდი მადლობა ყველას. თქვენ მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო გულშემატკივრები ხართ. ჩვენ უნდა ვიამაყოთ ამ “ბარსათი”, ამ გუნდით. თუმცა ყველაზე პირველი იმით უნდა ვიყოთ ამაყები, რომ მოვახერხეთ თასის მოგება ძლიერი მეტოქეების მიუხედავად. როგორც ბატონმა პეპმა თქვა, ჩვენ თქვენი ერთი რაღაც გვმართებს. ვიმედოვნებ, რომ შემდეგ წელს, “ვემბლიზე” (2010–2011 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალი “ვემბლიზე” გაიმართება, ავტ.) ჩვენ კვლავ ერთად აღვნიშნავთ კიდევ ერთი თასის მოპოვებას. Visca el Barca, Visca Catalunya! ინიეეეესტა! ინიეეეესტა!

 

ანდრეს ინიესტა

 

–საღამო მშვიდობისა. ეს თასი მხოლოდ თქვენთვისაა. დიდი მადლობა, თქვენი დახმარებით მე ძალიან დიდი პრობლემები გადავლახე. (გულშემატკივრები ყვირიან: ინიეეეესტა! ინიეეეესტა!). შემდეგ წელს ჩვენ კვლავ აქ ვიდგებით და ვიზეიმებთ კიდევ ერთ გამარჯვებას. Visca el Barca, Visca Catalunya!

 

ლიონელ მესი

 

პუიოლი: “ჯერი! (ჟერარ პიკე, ავტ.)… არა, ლეო, ლეო, ლეო. (გულშემატკივრები ყვირიან: მესი! მესი!)

–საღამო მშვიდობისა. ამ წელს არ ვაპირებ რაიმე საოცრების თქმას. უბრალოდ მსურს, რომ ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ. Visca el Barca, Visca Catalunya! და წინ არგენტინა! ( wink ავტ.)

 

პედრო როდრიგესი

 

–საღამო მშვიდობისა. (გულშემატკივრები ყვირიან: პედრო! პედრო!). კარგით… პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ მთელი სეზონი ჩვენს გვერდზე დგომისათვის. ძალიან მიხარია ამ შესანიშნავი გუნდის წევრი რომ ვარ. იმედია ამ ტრიუმფით ისეთივე სიამოვნებას მიიღებთ, როგორსაც ჩვენ. Visca el Barca, Visca Catalunya, Visca Tenerife!

 

ჟერარ პიკე

 

–საღამო მშვიდობისა ყველას. ჩვენ თასი კვლავ აქ გვაქვს. ძალიან ბევრი ადამიანი იყო, რომელსაც ეს არ სურდა, თუმცა მათი ცუდი ბედისთვის ჩვენ კვლავ მოვახერხეთ ესპანეთის ჩემპიონობა. გილოცავთ ყველას იმიტომ, რომ თქვენც ამ თასის მფლობელი ხართ, თითოეული თვენთაგანი. და ბოლოს, მინდა ეს დღე ყველამ დაიმახსოვროთ, იმიტომ, რომ ეს ისტორიაა. ისტორია ყოველთვის გემახსოვრებათ, თუმცა ასევე მინდა დააფასოთ ჩვენი დღევანდელი ზეიმი. Visca el Barca, Visca… (გულშემატკივრები: Catalunya). (გულშემატკივრები ყვირიან: Madridista qui no boti, eh! eh!-ვინც ვერ ხტება ის მადრიდისტაა, ჰე! ჰე!). მე ამის ყვირილს არ ვაპირებ, იმიტომ, რომ შემდეგ შეიძლება მცემონ. ახლა კი რაფა, რაფა მარკესი.

 

რაფაელ მარკესი 

 

–საღამო მშვიდობისა ყველას. დიდი მადლობა ჩემი ნდობისათვის. ეს წლები ჩემთვის ყველაზე საუკეთესო იყო. ძალიან დიდი მადლობა დირექტივის შტაბს, სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთელებს და რა თქმა უნდა თქვენ ყველას. ძალიან დიდი მადლობა. Visca el Barca, Visca Catalunya!

 

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

 

–პიკე, f*ck you! (მემგონი ამის გადათრგმნა არაა აუცილებელი wink ავტ.). მადლობა იტალიურად, კარგით? დიდი მადლობა ყველა ჩემს თანაგუნდელს, მათ შესანიშნავი სამუშაო შეასრულეს. მადლობა მწვრთნელს, იგი ძალიან დამეხმარა, ასევე თქვენც ძალიან დამეხმარეთ. მე ვარ ძალიან გახარ… (როგორც იცით არსებობს ასეთი კომედიური სერიალი Crackovia, რომელშიც ნაჩვენებია ფეხბურთელების პაროდიები. ამ სერიალში ასევე ზლატანის პაროდიასაც აკეთებენ. ის კაცი ვინც შვედის როლს ასრულებს, გაუჩერებლად ამბობს: “მე ვარ ძალიან გახარებული”. სწორედ ამიტომ იბრამ აღარ დაასრულა ეს წინადადება. ავტ.). Visca el Barca, Visca Catalunya!

პუიოლი: “და ახლა ის, ვინც ყველაზე მეტად იმსახურებს ამ სიხარულს: მილიტო!”

 

 

გადმოწერა: პუიოლის კომენტარი (files.ge)

გადმოწერა: პუიოლის კომენტარი (mydisk.ge)

 

 

გადმოწერა: გვარდიოლას კომენტარი (files.ge)

გადმოწერა: გვარდიოლას კომენტარი (mydisk.ge) 

 

გადმოწერა: ხავის კომენტარი (files.ge)

გადმოწერა: ხავის კომენტარი (mydisk.ge)

 

გადმოწერა: ვალდესის კომენტარი (files.ge)

გადმოწერა: ვალდესის კომენტარი (mydisk.ge)

 

გადმოწერა: ინიესტას კომენტარი (files.ge)

გადმოწერა: ინიესტას კომენტარი (mydisk.ge)

 

 გადმოწერა: მესის კომენტარი (files.ge) 

 გადმოწერა: მესის კომენტარი (mydisk.ge) 

 

გადმოწერა: პედროს კომენტარი (files.ge)

 გადმოწერა: პედროს კომენტარი (mydisk.ge) 

 

გადმოწერა: პიკეს კომენტარი (files.ge)

 გადმოწერა: პიკეს კომენტარი (mydisk.ge) 

 

გადმოწერა: მარკესის კომენტარი (files.ge)

 გადმოწერა: მარკესის კომენტარი (mydisk.ge) 

 

გადმოწერა: იბრაჰიმოვიჩის კომენტარი (files.ge)

 გადმოწერა: იბრაჰიმოვიჩის კომენტარი (mydisk.ge) 

 

 

დღეისათვის სულ ეს იყო. გპირდებით, ამ სტატიას გაგრძელება აუცილებლად ექნება და შემოგთავაზებთ დანარჩენი ფეხბურთელების კომენტარებსაც  smile 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია