”ბარსას” კაპიტანს არ სწამს, რომ ლა ლიგა დასრულებულია და თავდაჯერებულია, რომ ”ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ”.
დღევანდელი პრეს-კონფერენციის დროს კარლეს პუიოლმა ლა ლიგაში ”ბარსას” ამჟამინდლე მდგომარეობაზე ისაუბრა ”კორნელა ელ-პრატზე” ნათამაშები ფრის შემდეგ, რის გამოც ”რეალი” 5 ქულით წინ იმყოფება. ”5 ქულა მნიშვნელოვანი სხვაობაა, მაგრამ წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი”. პუიოლი დარწმუნებულია, რომ გუნდი შეცდომებს მინიმუმამდე დაიყვანს. ”ჩვენ ლა ლიგისთვის ბრძოლას თავს და დავანებებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ”. პუიოლმა იცის, რომ ”რეალი” წინ მნიშვნელოვნადაა გაჭრილი, თუმცა სხვაობა დაუძლეველი არაა.
კვირის მატჩზე საუბრისას კაპიტანმა არ ისურვა მსაჯის შეცდომაზე საუბარი: ”ჩვენ ჩვენს სამუშაოზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ მსაჯებს”.
თასის შემდეგ ეტაპზე გასვლა აუცილებელია
პუიოლი მოხარულია, რომ გუნდს შუა კვირაში უწევს თამაში, სადაც დამტკიცდება, რომ ”ესპანიოლთან” ნათამაშები ფრე შემთხვევითობა იყო. ”ოსასუნასთან” მატჩი კარლესისთვის წინ წაწევის საშუალებაა. ”ბლაუგრანა” პამპლონაში 4:0 სხვაობით მიდის, თუმცა კაპიტანი რთულ მატჩს ელის: ”დაპირისპირებაში უპირატესობა გვაქვს, თუმცა სათამაშო 90 წუთია. პამპლონაში დიდი პატივისცემით მივდივართ, ეს იქნება მძიმე მატჩი რთულ სტადიონზე”.
მესის ოქროს ბურთი
პუიოლმა მესის ისტორიულ მესამე ოქროს ბურთზე ისაუბრა. კაპიტანი დარწმუნებულია, რომ ”ლეოს ყველა დროის რეკორდის მოხსნა შეუძლია. მას ამის ამბიცია აქვს”. მცველი დარწმუნებულია, რომ მესის არყოფნის შემთხვევაში ჩავის რამდენიმე ოქროს ბურთი ექნებოდა მოგებული. ”ჩვენ ერთი ოჯახივით ვართ, რამაც გუნდის ასეთი წარმატება გამოიწვია”. გასახდელ ოთახში კარგი ატმოსფერო პეპ გვარდიოლას და ლეო მესის საუბრიდანაც გამოჩნდა. კარლესი თვლის, რომ ”მათ შესანიშნავი ჟესტი გააკეთეს”.



