კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლაურეანო რუიზმა, ესპანურ გამოცემასთან ინტერვიუში ისაუბრა “ბარსელონას” ფეხბურთელებზე, ლიონელ მესიზე და ჩავი ერნანდესზე. რუიზის თქმით, ჩავის აქვს ის, რაც სხვას არავის აქვს:
” ჩავი ბურთს ისევე არტყავს, როგორც სხვები, მაგრამ მას აქვს ისეთი რამ, რაც არავის აქვს. მას აქვს მესამე თვალი. იგი ისე ხედავს თავისუფალ სივრცეს, როგორც სხვა არავინ. ჩავი-პასის მეფეა, მაგრამ ლიონელ მესი საუკეთესოა. ლეო მხოლოდ გოლებს არ იტანს, მას შესანიშნავი გადაცემები აქვს,” განაცხადა რუიზმა.



