ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანდრეს ინიესტამ, საქებარი სიტყვები არ დაიშურა თანაგუნდელის, ლიონელ მესის მიმართ. იტყობინება ესპანური მედია.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ზედიზედ მესამედ მოიგო ოქროს ბურთი.
“მესი – უნიკალური ფეხბურთელი. იგი ისევე იმსახურებს ამ ჯილდოს, როგორც ჩავი ერნანდესი. კმაყოფილი ვარ იმით, რომ მსოფლიო საუკეთესო ფეხბურთელად კვლავ ლიონელი დაასახელეს”. განაცხადა ინიესტამ.
ესპანელ ფეხბურთელს არც ხოსეპ გვარდიოლა გამორჩენია, რომელიც 2011 წლის საუკეთესო მწვრთნელი გახდა: “გვარდიოლა ღირსია ამ აღიარებისა. როგორც ჩანს, ხალხი აფასებს მის ღვაწლს. ჩვენ პეპზე უკეთესი მწვრთნელი ვერ გვეყოლება”. დაასრულა ანდრესმა.



