ცნობილი რუსი სპეციალისტი, ანდრეი ტალალაევი თვლის, რომ კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ლიონელ მესი იმსახურებდა თავის კარიერაში მესამე ოქროს ბურთს. იტყობინება “ევროსპორტი”.
“გასაგებია, რომ ლიონელ მესი ამჟამად ყველაზე კაშკაშა ფეხბურთელია. მაყურებელთა უმრავლესობა არ უყურებს იმ ადამიანს, რომელიც უბურთოდაც ბევრ საქმეს აკეთებს. უბრალოდ თვალისთვის ადვილი დასანახია მოთამაშე, რომელიც ბურთს აგორავებს. ამ კომპონენტში კი არგენტინელს ბადალი არ ჰყავს. სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა მან. ხალხი რომ ჩავის თამაშს დაკვირვებოდა, ის აუცილებლად გაიმარჯვებდა. ლიონელის სიკაშაკაშე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გააგორებენ ბურთს ცენტრში ჩავი და ინიესტა”.
“ამიტომაც რთულია კონკურენცია გაუწიო მესის. ამ ნომინაციაში იმარჯვებს ის, ვინც უფრო ხშირად ჩანს მოედანზე. ლიონელ მესის ამ მხრივ მხოლოდ რონალდო თუ შეეცილება, მაგრამ ტიტულებს დღეს “ბარსელონა” იგებს”. დაასრულა ტალალაევმა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა ხმათა 47.88% მიიღო, პორტუგალიელმა 21.6% და ესპანელმა 9.23%.



