მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფერგიუსონი: ”გვარდიოლა რომ ვიყო ”ბარსელონაში” დავრჩებოდი”

ფერგიუსონი: ”გვარდიოლა რომ ვიყო ”ბარსელონაში” დავრჩებოდი”

”მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ გვარდიოლას ადგილზე ის რომ იყოს აუცილებლად გაახანგრძლივებდა გუნდთან კონტრაქტს, ”თანაც ”ბარსა” ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო გუნდია”.

ფერგიუსონი, გვარდიოლა და მოურინიო 2011 წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებაზე არიან ნომინირებულნი. შოტლანდიელი სპეციალისტი დღეს ციურიხში პეპ გვარდიოლასთან ერთად ჟურნალისტების წინაშე წარსდგა. მოურინიო ციურიხში არ იმყოფება, რადგან გუნდს ”მალაგასთან” გასამართი მატჩისთვის ამზადებს.

პრეს-კონფერენციაზე ფერგიუსონს შეეკითხნენ სურს თუ არა, რომ ის გვარდიოლამ შეცვალოს ”მანჩესტერში”, რაზეც ალექსმა განაცხადა: ”პირველ რიგში პეპს რატომ უნდა სურდეს ”ბარსელონას” დატოვება? მე რომ მის ადგილზე ვიყო კონტრაქტს აუცილებლად გავახანრძლივებდი. ”ბარსელონა” ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო გუნდია და ვერ ვხედავ სათანადო მეტოქეს, რომელიც მათ შეაჩერებს”.

ბოლოს შოტლანდიელს ლეო მესიზეც დაუსვეს შეკითხვა. ჟურნალისტებს აინტერესებდათ, აყენებს თუ არა ის ლეოს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით: ”დიდებულმა ფეხბურთელებმა ნებისმიერ თაობაში შეიძლება ითამაშონ, ისევე როგორც თამაშობდნენ პელე, დი სტეფანო, კრუიფი. მესი ზედმეტი შეკითხვების გარეშე მათ გვერდით დგას”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში