მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე: ’’1/4 ფინალში ‘’რეალთან’’ თამაში საინტერესო იქნება’’

პიკე: ’’1/4 ფინალში ‘’რეალთან’’ თამაში საინტერესო იქნება’’

ხერარდ პიკემ La Vanguardia -სთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა  მადრიდის ‘’რეალზე’’ და ასევე ორი სიტყვით შეეხო ‘’ესპანიოლსაც’’. მან განაცხადა, რომ დერბის წინ მოლოდინი პიკს აღწევს, მაგრამ მას სჯერა ბიჭების და გუნდის თავკაცის, პეპ გუარდიოლასი. ‘’დღეს ძალიან კარგი ატმოსფეროა. ჩვენ საუკეთესო ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ’’. – განაცხადა  ხერარდ პიკემ.

 

დაბრუნება მადრიდში

‘’ჯერ არაფერია დაკარგული. მართალია მადრიდული კლუბი ჩვენ გვისწრებს, მაგრამ მაინც უნდა გვახსოვდეს, რომ ‘’კამპ ნოუზე’’ გასამართი მატჩი დაგვრჩა. სწორედ იქ გადაწყდება ‘’ლა ლიგის’’ მფლობელის ვინაობა.” 

 

მთავარია შევინარჩუნოთ სიწყნარე

‘’პეპი საუკეთესო მწვრთნელია და ეს ბეწვრჯერაც მითქვამს. იგი კლუბს სამი წელია, რაც უდგას სათავეში და მან უკვე 16 ტიტული მოიპოვა. მე არ მაქვს პასუხი იმ შეკითხვაზე, რომ პეპი კლუბში ვინ უნდა შეცვალოს.”

 

‘’ოქროს ბურთი’’ – მესი

‘’ლეო გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მას ბევრი რამ აქვს გუნდისთვის გაკეთებული. ბევრი ტიტული მისი დახმარებით მოუპოვებია გუნდს.” კითხვაზე, თუ ვინ გსურთ გახდეს ‘’ოქროს ბურთის’’ მფლობელი, მან უპასუხა: ’’ ლეო უკვე მრავალი წელია საუკეთესოა მსოფლიოში. სწორედ მან უნდა მოიპოვოს ‘’ოქროს ბურთი’’. – განაცხადა ხერარდ პიკემ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში