მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალმა კონტრაქტი შეიძლება შემდეგ კვირას გაახანგრძლივოს

აბიდალმა კონტრაქტი შეიძლება შემდეგ კვირას გაახანგრძლივოს

რამდენიმე კვირის წინ ერიკ აბიდალმა განაცხადა, რომ ”ბარსელონაში” რჩება. მომავალ კვირას კი ფრანგმა ფეხბურთელმა შეიძლება კლუბთან კონტრაქტი გაახანგღძლივოს.

ფრანგული ჟურნალის, ”L’Equipe”-ის ინფორმაციით კონტრაქტი თვის ბოლომდე ნამდვილად გახანგრძლივდება. ამავე წყაროს ინფორმაციით ერიკ აბიდალი მზადაა კლუბთან ორ წლიანი კონტრაქტის გააფორმოს და არ აქვს პრეტენზიები ფინანსური შეთავაზების გამო. ერთადერთი მიზეზი, თუ რატომ არ გაახანგრძლივა ერიკმა ”ბარსასთან” კონტრაქტი არის ის, რომ ფეხბურთელი საკუთარი ძალების მოსინჯვას სხვა ჩემპიონატში გეგმავდა. ფრანგს აქვს ”მანჩესტერ იუნაიტედის” და ”ლივერპულის” შეთავაზებები, ასევე ამერიკული გუნდების.

ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ერიკს ”ბარსელონაში” ყველაფერი აკმაყოფილებს და კონტრაქტს ხელი უახლოეს დღეებში მოეწერება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში