მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ესპანიოლი”-“ბარსელონა”(პრევიუ)

“ესპანიოლი”-“ბარსელონა”(პრევიუ)

 

როგორც იცით ხვალ 00:30 საათზე გაიმართება კატალონიური დერბი. ყველა ელოდება სანახაობრივ მატჩს. როგორც ყოველთვის ამ ორ გუნდს შორის დაპირისპირება დაძაბული იქნება. გუარდიოლას თქმით მისი გუნდი განსაკუთრებულს არაფერს არ აპირებს, ისინი შეეცდებიან შეინარჩუნონ ბურთი რაც შეიძლება დიდი ხნით. მაგრამ ისმის კითხვა თუ ვინ მოხვდება ძირითად შემადგენლობაში და როგორი ტაქტიკით ათამაშებს გუნდს “მისტერი”. არსებობს ორი ძირითადი ვარიანტი, ესენია: 3-4-3 და 4-3-3.

 

1) 3-4-3__ ამ ტაქტიკურ მონახაზს გუარდიოლა ძირითადად იმ შემთხვევაში იყენებს, თუ მოწინააღმდეგე საფრთხეს არ წარმოადგენს. ვერ ვიტყვით, რომ ხვალინდელი მატჩი “ბარსელონასთვის” იოლი აღმოჩნდება. “ესპანიოლის” ფეხბურთელები დერბისას განსაკუთრებით მოტივირებული და გამარჯვების სურვილით გამოდიან მოედანზე, ამიტომ ეს ტაქტიკური მონახაზი პრაქტიკულად გამორიცხულია.  და მაინც თუ გუარდიოლა გადაწყვეტს ამ ტაქტიკური მონახაზით თამაშს სავარაუდო შემადგენლობა ასეთია: ვალდესი, ალვეში, პუიოლი,  აბიდალი, ბუსკეტსი, ჩავი, ტიაგო, სესკი, პედრო, ალექსისი, მესი.

 

2) 4-3-3__ ამ ტაქტიკით კი “ბარსელონა” ყველაზე კარგად თამაშობს. ფეხბურტელები მიჩვეულნი არიან ამ ტაქტიკური მონახაზით თამაშს. ამ შემთხვევაში სავარაუდო შემადგენლობა კი ასეთია: ვალდესი,  ალვეში, პიკე, პუიოლი, აბიდალი, ბუსკეტსი, ჩავი, სესკი, პედრო, ალექსისი, მესი.

 

ამ თამაშში გამარჯვება აუცილებელია, რადგან “რეალს” არ ჩამოვრჩეთ ქულებით. გუშინ სამეფო გუნდმა “გრანადას” უმასპინძლა და 5:1 მოუგო. “ბარსელონას” წარუმატებლობის შემთხვევაში(წარუმატებლობაში იგულისხმება არამარტო წაგება, არამედ ფრეც) პრაქტიკულად “ლა ლიგის” მოგების შანსი კატალონიელებს არ ექნებათ.

 

მოწინააღმდეგის სიძლიერის მიუხედავად “ბარსელონას” “ესპანიოლთან” არც თუ ისე ცუდი წარსული აქვს. ბოლო ხუთ მატჩში  “ბლაუგრანელებმა” “ესპანიოლის” დამარცხება სამჯერ შეძლეს, ერთხელ ფრეს დასჯერდნენ, ერთხელაც მარცხი განიცადეს.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში