“MLS”_ის ცნობით “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი რაფა მარკესი ბარსელონაში რამდენიმე დღით ბრუნდება. იგი ივარჯიშებს გუნდის ფილიალთან ერთად, რათა ფორმა შეინარჩუნოს.
მექსიკელმა გუნდის ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართა, რათა ევარჯიშა გუნდთან ერთად და დადებითი პასუხი მიიღო. იგი უკვე გაემგზავრაბარსელონაში და ხვალ ივარჯიშებს “ბარსა ბ”_თან ერთად.
შეგახსენებთ, რომ მარკესის აწ უკვე ყოფილი თანაგუნდელი ტიერი ანრი ფორმის შესანარჩუნებლად “არსენალში” დაბრუნდა არენდით. 9 იანვარს იგი უკვე შესძლებს, ითამაშოს “მეთოფეთა” მაისურით “ლიდსომის” წინააღმდეგ.