მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” – “ოსასუნა”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

“ბარსელონა” – “ოსასუნა”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

გუშინდელი შეხვედრის შემდეგ რამდენიმე ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა მატჩში. აღსანიშნავია ისიც, რომ ლეო მესის არანაირი ავადმყოფობა არ ჰქონდა, მას უბრალოდ მუცელი აწუხებდა შუადღისას.

 

ლიონელ მესი: “მე მხოლოდ მუცელი მტკიოდა. არანაირი ცხელება არ მქონია. მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა შუადღეს მსუბუქად ივარჯისა, მაინც ვარჩიე დასვენება. ეს უკეთესი იყო ჩემთვის. ძალიან კარგია ასეთი შედეგი რომ დაფიქსირდა “პამპლონაზე” გასამართი მატჩის წინ, რადგანაც იქ თამაში რთულია. მეტოქე საკუთარ კედლებში ბევრად ძლიერია. გაგვიჭირდებოდა სტუმრად გამარჯვება, ამიტომაც ყველაფერი გავიღეთ “კამპ ნოუზე” გასამარჯვებლად”.

 

პედრო როდრიგესი: “ძალიან კარგი შედეგი დავაფიქსირეთ სახლში, თუმცა კიდევ 90 წუთი გვაქვს სტუმრად სათამაშო და გაგვიჭირდება 1/4 ფინალის საგზურის მოპოვება. ისე ჩანდა, თითქოს მესი არ აპირებდა დღეს თამაშს, თუმცა შემოვიდა და საუკეთესოდ გააკეთა ყველაფერი. მას უნდოდა ეს, ჰქონდა ამბიცია და შეაგდო 2 ბურთი. ყველას გვიხარია, რომ არგენტინელი ფორმაშია, რადგანაც გუნდისთვის მხოლოდ სარგებელი მოაქვს. მე ვცდილობ ვითამაშო და ადაპტაცია გავიარო ჩემს პოციზიაზე. რთულია, თუმცა ყველაფერს გავაკეთებ გუნდის დასახმარებლად მანამ, სანამ შემიძლია მოედანზე ყოფნა”.

 

ხავიერ მასკერანო: “მჯერა, რომ შესანიშნავი ტემპი გვქონდა მატჩში. ბურთის დაკარგვის შემთხვევაში შესანიშნავ პრესინგს ვაწარმოებდით დიდი ინტენსივობით. 15 დღიანი შესვენების შემდეგ შეიძლება საუკეთესო ფორმაში არ ვიყავით, მაგრამ ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც უნდა გაგვეკეთებინა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი უპირატესობა გვაქვს მეორე მატჩის წინ, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. თუ ვიფიქრებთ, რომ უკვე 1/4 ფინალში ვართ, კარგი დღე არ დაგადგება პამპლონაში. ვიცით, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა და ამის მაგალით იყო წინა წელს განცდილი მარცხი “ბეტისთან”, სევილიაში. შესანიშნავი გაკვეთილი იყო ეს ჩვენთვის”.

 

დანიელ ალვესი: “ეს იყო თამაში, სადაც ვალდებულები ვიყავით ბოლომდე გვებრძოლა და კარგი ანგარიში დაგვეფიქსირებინა ტაბლოზე. ბრწყინვალედ ვიასპარეზედ და უდიდესი ნაბიჯი გადავდგით შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. შემდეგი თამაში არის დერბი და ძალიან გაგვიჭირდება “ესპანიოლთან” 3 ქულის აღება. უდიდესი ამბიციით წარვსდგებით მათ წინაშე. თუ მაღალ დონეზე ვიასპარეზებთ, არც მათ ექნებათ იოლი თამაში”.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში