მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი და ვალდესი არ ითამაშებენ “ოსასუნასთან”

მესი და ვალდესი არ ითამაშებენ “ოსასუნასთან”

მოგეხსენებათ დღეს კატალონიის “ბარსელონა”, “დელ რეის თასის” ეგიდით გასამართ მატჩში “ოსასუნას” უმასპინძლებს.

ამ შეხვედრაში კატალონიელებს მეკარე ვიქტორ ვალდესი და გუნდის უდავო ლიდერი, ლიონელ მესი ვერ დაეხმარებიან. საქმე ისაა, რომ ორივე ფეხბურთელს აქვს გრიპი და მათ გამოჯანმრთელებას დრო სჭირდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ვალდესი ისედაც არ თამაშობს ხოლმე “სამეფო თასის” მატჩებში. მის ნაცვლად განაცხადში “ბარსელონა ბ”-ს მეკარე ოიერ ოლაზაბარი შევიდა.

ცნობისთვის “ბარსა”-“ოსასუნას” მატჩი თბილისის დროით 01:00 საათზე დაიწყება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში