workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
ჩავის ექსკლუზიური ინტერვიუ Le Buteur-თან (ნაწილი I)

ჩავის ექსკლუზიური ინტერვიუ Le Buteur-თან (ნაწილი I)

Le Buteur ალჟირული ჟურნალია, რომელსაც ჩავი ერნანდესმა რამდენიმე დღის წინ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ აღნიშნული ინტერვიუს პირველ ნაწილს.

 

– თავდაპირველად, შეგიძლიათ, რომ გვითხრათ რა გაიფიქრეთ, როდესაც გაიგეთ, რომ ალჟირელი ჟურნალისტები მოდიოდნენ თქვენთან ინტერვიუს ჩასაწერად?

– გულწრფელად გითხრათ, უნდა ვაღიარო, რომ ცოტა არ იყოს გაკვირვებული დავრჩი, როდესაც ხავიერმა, რომელიც თქვენ კარგად გიცნობთ, მითხრა ამის შესახებ. ჩემთვის პატივია თქვენი აქ ყოფნა. სასიამოვნოა, რომ ალჟირელი ხალხი ჩემს მიმართ იჩენს ინტერესს. ეს შეუძლებელი იქნებოდა “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების სიძლიერის გარეშე. დღეს “ბარსელონა” ყველას აღტაცებას იწვევს.

 

– იცით, რომ ალჟირში უამრავი ფანი გყავთ?

– უნდა ავღნიშნო, რომ არა. ვიცი, რომ “ბარსელონას” უამრავი ქომაგი ჰყავს მსოფლიოს მაშტაბით და შესაბამისად ალჟირშიც, მაგრამ არ ვიცოდი, რომ ამ კუთხეში მეც მეყოლებოდა ქომაგები. დიდი პატივია, რომ “ბარსელონას” მაისურები, რომელთა უკანა მხარეს ჩემი სახელი წერია, ალჟირშიც იყიდება.

საოცარია, როგორ შეუძლია ფეხბურთისადმი სიყვარულს ხალხის გაერთიანება მსოფლიოს მაშტაბით. ერთი რამ, რასაც მეც ვიზიარებ ალჟირელებთან ერთად არის ლამაზი თამაშის სიყვარული. ვთხოვ მათ, რომ განაგრძონ “ბარსას” თამაშით სიამოვნების მიღება და მხარი დაგვიჭირონ ჩვენ.

 

– ეს ალჟირელი ხალხი, რომელთან ერთადაც თქვენ ლამაზი თამაშის სიყვარულს იზიარებთ, ძალიან იმედგაცრუებულნი იყვნენ, როცა თქვენ ვერ მოიგეთ “ოქროს ბურთი”. რას იტყვით ამის შესახებ?

– უპირველესად, მინდა, რომ მადლობა გადავუხადო მათ და ვუთხრა, რომ ყოველდღიურად ვცდილობ საკუთარი თავის გაუმჯობესებას, ვაკეთებ ჩემს საქმეს სათანადოდ, რათა მოვიპოვო ხალხის ნდობა, მაგრამ დღეს არსებობს ფეხბურთელი, რომელიც ყველაზე მაღლა დგას და მას ლეო მესი ჰქვია. ის არის უნიკალური და ექსტრაორდინალური მოთამაშე. თუ მესი შეინარჩუნებს ასეთ დონეს და თუ მოახერხებს არგენტინასთან ერთად ტიტულის მოგებას, სავარაუდოდ ის ამ სპორტის ისტორიაში საუკეთესო იქნება. ჩემთვის ისიც დიდი პატივია, რომ ვარ აქ და ვიბრძვი “ოქროს ბურთისთვის”.

 

-ცხადია, თქვენ უფრო ადრე დაასრულებთ კარიერას, ვიდრე მესი. როგორ ხედავთ მას “ბარსაში” თქვენს გარეშე?

– მართალია, რომ მე მას ვეხმარები მოედანზე, მაგრამ დღეს ყველა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სხვებს თამაში გაუადვილოს, ხომ გესმით ჩემი? მართალია, რომ ლეოს ვჭირდები მე, რათა საუკეთესოდ მოახდინოს თავისი შესაძლებლობების დემონსტრირება, მაგრამ მას ასევე სჭირდება ინიესტა, ბუსკეტსი და ყველა სხვა დანარჩენი, ისევე, როგორც მე მჭირდება მესი, ინიესტა და სხვები. არგენტინაში მას არ აქვს ანალოგიური გარემობა, თუმცა ისიც კარგი გუნდია. მესი უნიკალური ფეხბურთელია და ჩემთვის სიამოვნებაა მასთან ერთად თამაში.

 

– თქვენ ცდილობთ, რომ იყოთ ზომიერი, უფრო დიპლომატიური. ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ თქვენ “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ტვინი ხართ…

– ვაღიარებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი მაკისრია, თუმცა მე ნაწილი ვარ ექსტრაორდინალური გუნდისა. მე “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების მნიშვნელოვანი ნაწილი ვარ და მსიამოვნებს ამ როლის შესრულება, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად რთულია ეს. ეს იმიტომ ხდება, რომ ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში უამრავი ტიტული მოვიგე კლუბთან და ნაკრებთან ერთად, ამიტომ კარგად მესიმის, თუ რატომ სურს ხახს, რომ მე მოვიგო ინდივიდუალური ჯილდოს, როგორც მაგაითად “ოქროს ბურთია”. ჩემდა სამწუხაროდ, არსებობს ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად გაცილებით მაღალ დონეზე თამაშობს. მესი მსოფლიოს ყველა ფეხბურთელზე მაღლა დგას და რასაც მე ვამბობ სულაც არ არის დიპლომატია.

 

– “ლა მასიაში” არიან ჩავის შემცვლელები?

– რა თქმა უნდა! ეს ცხოვრების კანონია. იქნება ახალი ჩავი, შესაძლოა უკეთესი ჩავიც. ფეხბურთი, როგორც ცხოვრება, მუდმივად ვითარდება. ამჟამინდელ გუნდშიც არიან ისეთი ექსტრაორდინალური ფეხბურთელები, რომლებსაც სათანადოდ შეუძლიათ ჩემი როლის შესრულება. ასეთია სესკი, რომელიც სეზონის დასაწყისში შემოგვიერთდა. არის ასევე ტიაგო, რომელიც მე ძალიან მომწონს. მის შემდეგ სერხი რობერტო, რომელიც პირველი გუნდის კარზეა მომდგარი. ასევე ესპინოსა არის ძალიან კარგი ფეხბურთელი და ტიაგოს ძმა – რაფაელი. “ბარსელონას” არასდროს ჰქონია ტალანტების ნაკლებობა და როცა მე წავალ, ვიქნები მშვიდად, ვინაიდან მეცოდინება, რომ “ბარსა” კვლავ წავა წინ და მოიგებს ტიტულებს ჩემთან, ან ჩემს გარეშე.

 

– ესპანური “ტიკი-ტაკა” ავლენს სუსტ მხარეებს ფრანგული ფეხბურთისა, რომელიც მეტწილად ფიზიკურობაზეა დამყარებული. თუ ერთ დღეს თქვენთან მოვა ალჟირელი ფეხბრთელი, დაჯილდოვებული ტექნიკით, მაგრამ ფიზიკურად სუსტი, რა რჩევას მისცემთ მას?

– ვფიქრობ, ტალანტი ფეხბურთში უმთავრესია, ასე რომ, მე მას ვეტყვი, რომ ამ სპორტში ტალანტი უდავოდ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიზიკურობა. საფეხბურთო მოედანზე სწორედ ფეხბურთელის ტექნიკური შესაძლებლობები ქმნის განსხვავებებს და არა მისი ფიზიკური ძალა.

ფიზიკური ჯანმრთელობა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მასზე მუშაობა ყველას შეუძლია, ტექნიკა და ტალანტი კი თანდაყოლილია. შენ ან გაქვს ისინი, ან არა. თუ არ გაქვს ტალანტი, ფეხბურთს ვერ ითამაშებ. “ბარსამ” და ესპანეთმა დაამსხვრია სტერეოტიპები. ჩვენ არამარტო კარგად თამაში შეგვიძლია, არამედ ხშირად გამარჯვების მოტანა.

პირადად მე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში წინააღმდეგობებს ვაწყდებოდი, ჩემი ზომიდან გამომდინარე. 2002-2003 წლებში ითქვა, რომ მე ვერ ვითამაშებდი მოედნის ცენტრში, რადგან ფიზიკურად არ ვიყავი ძლიერი. მე დავამტკიცე, რომ ეს თეორია უაზრობაა. ჩემთვის ლუის არაგონესი ამ მხრივ პიონერია, ის არის ლამაზი თამაშის მოციქული, რომელმაც დაამტკიცა, რომ ტექნიკით მიზნების მიღწევა შესაძლებელია და რომ ტალანტი უმთავრესია.

 

– შეგვიძლია იმის თქმა, რომ ეს არის ესპანური სკოლის გამარჯვება ფრანგულ სკოლაზე?

– დიახ, შესაძლებელია ამის თქმა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერს ლამაზი თამაში იგებს. ეს არის ნიჭიერებისა და შემტევი ფეხბურთის გამარჯვება. არამარტო ბოლო საგოლე პასი, გოლი ან მოედანზე მოძრაობა ქმნის განსხვავებას, არამედ მენტალური სისწრაფეც. სწრაფად აზროვნება უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე სწრაფად თამაში. გონების სიჩქარე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტემპი. თუ შენ შეგიძლია სწრაფად აზროვნება და ამასთან, გაქვს მაღალი ტემპი, მაშინ შენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ხარ.

 

– როდესაც იღებთ ბურთს, რა არის პირველი, რაზეც იმ მომენტში ფიქრობთ?

– როგორც ხედავთ მე არ მაქვს დიდი ფიზიკური წარმოსადეგობა. ჩემი სიძლიერე ფეხბურთის ცოდნაში მდგომარეობს. ბურთის მიღებამდე მე სისტემატიურად ვაკვირდები მოედანზე ყველაფერს, რათა ვიცოდე, თუ რა უნდა ვქნა ბურთთან ერთად. უნდა დავინახო სად დგანან ჩემი თანაგუნდელები, რომ მათ ვუპასო, შევინარჩუნო ბურთი, თუ დროის მოგების მიზნით ის მცველებს დავუბრუნო. ამ მხრივ ზიდანი იყო უპირობო ხელოვანი, რადგან გარდა თამაშის ექსტრაორდინალური ხედვისა, მას ორივე ფეხის გამოყენება შეეძლო. მისი თითოეული მოძრაობა იყო სპექტაკლი. პირადად მე ცოტა მიჭირს მარცხენა ფეხით თამაში.

ეს ყველაფერი მე არ მისწავლია “ბარსას” პირველ გუნდში. “ბარსელონაში” (აკადემიაში) ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ დავფიქრდეთ, სანამ პასს მივიღებთ, დავიცვათ ბურთი და თავი მაღლა ავწიოთ, რომ დავინახოთ, სად არიან ჩვენი თანაგუნდელები.

 

– გარდა ფეხბურთის თამაშისა, რა გასწავლეს “ლა მასიაში”?

– გარდა საფეხბურთო სკოლისა, “ბარსა” ცხოვრებისეული სკოლაა. პირველი, რასაც “ლა მასიაში” ვსწავლობთ, არის პატივისცემა. არამარტო საკუთარ თანაგუნდელებს უნდა ვცეთ პატივი, არამედ ოპონენტებსაც, მსაჯებსა და გულშემატკივრებს. გუარდიოლა ხშირად გვახსენებს, რომ უპირველეს ყოვლისა ჩვენ მაყურებლებისთვის ვთამაშობთ. სრულიად ვიზიარებ ასეთ მოსაზრებას, რადგან სწორედ ასე შეგვიძლია ჩვენი ქომაგების პატივისცემა. სწორედ ეს ღირებულებები გვასწავლეს “ლა მასიაში”.

 

– თქვენ ზიდანი ახსენეთ. იცით თუ არა, რომ მას ალჟირული ფესვები აქვს?

– რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ზიდანს ალჟირული ფესვები აქვს.

 

– თამაშს ყველა თავისებურად უყურებს: მარადონამ თქვა, რომ გაოცებული დარჩა, როცა ნახა ზიდანის შესანიშნავი მოძრაობა, მიუხედავად მისი ზომისა; აიალამ ხაზი გაუსვა ბურთის კონტროლს… თქვენ როგორ დაახასიათებდით ზიდანის თამაშს?

– ჩემი აზრით ზიდანი საუკეთესო ფეხბურთელი იყო 1995 წლიდან 2005-2006 წლების პერიოდში და საფეხბურთო ისტორიაში კი ერთ-ერთი საუკეთესო. მისი თამაში სპექტაკლია. მან იცოდა ყველაფერი: იგი თამაშობს როგორ მარჯვენა, ასევე მარცხენა ფეხით, აქვს დრიბლინგი, კარგად თამაშობს თავით. ის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია, ვინც კი ოდესმე მინახავს.

 

– ზიზუსთად დაკავშირებით რამე ისტორიას ხომ ვერ გაიხსენებდით? თქვენ არაერთხელ გითამაშიათ მის წინააღმდეგ.

– მართალია, რომ ამბობდნენ, იგი არ კარგავს ბურთს ხშირადო. მაშინაც კი, როცა მოვახერხებდი მისთვის ბურთის ართმევას, იგი ამას ვერ ეგუებოდა. იგი მომენტალურად იქცეოდა ნამდვილ მეომრად. ბევრს არ შეუმჩნევია, მაგრამ მოედანზე ზიდანი ძალიან აგრესიული იყო, ფიზიკურად ძალიან ძლიერი.

 

– სიტყვა “მეომარი” უამრავ ალჟირეს გაახარებს, ვინაიდან ჩვენს ეროვნულ აკრებს “უდაბნოს მეომრებს” ეძახიან…

– (იცინის) ეს ალბათ მისი ალჟირული ფესვებია. არა არა, მართლა, გარდა მისი ტექნიკური მონაცემებისა, ზიდანს დაცვითი უნარები ჰქონდა. ის მართლა იყო ნამდვილი ალჟირელი მეომარი მოედანზე.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward