workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
”ბარსელონა” – ”ოსასუნა”. გვარდიოლა მატჩის წინ

”ბარსელონა” – ”ოსასუნა”. გვარდიოლა მატჩის წინ

პეპ გვარდიოლამ ”ბარსელონაში” ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა. მან ისაუბრა სამეფო თასის მატჩზე, ასევე სერ ალექს ფერგიუსონზე, მის ფეხბურთელებზე და კოლეგებზე, მარსელო ბიელსაზე და ლუის ენრიკეზე.

სამეფო თასის მატჩი

მწვრთნელმა საუბარი სამეფო თასის მეტოქეზე საუბრით დაიწყო. მეტოქე გუნდის მთავარი მწვრთნელით პეპ გვარდიოლა მოხიბლულია, რაც თავად კატალონიელმა არაერთხელ აღიარა. მან ასევე გაიხსენა ”ნოუ კამპზე” ”ოსასუნას” უკანასკნელი ვიზიტი, რომელიც 8:0 დასრულდა.

გვარდიოლამ აღნიშნა, რომ ”იმ დღეს მოედანზე ”მილანთან” ნათამაშები ფრის შემდეგ გამოვედით, ასეთი რამეები კი დაძაბულობას გმატებს”. პეპმა, რომელიც მუდმივად ფრთხილია შეგვახსენა, რომ ”მათ ანგარიშზე გასვლით მატჩებში მხოლოდ 3 მარცხია, თანაც ძალიან რთულ მოედნებზე (”ნოუ კამპი”, ”ბერნაბეუ” და ”სან მამესი”), თასის 1/8 ფინალურ მატჩებში კი ჩვენ ყოველთვის გვიჭირდა”. 2 წლის წინ ამ სტადიაზე გამოთიშა ”სევილიამ” ასპარეზობას ”ბარსელონა”. მიუხედავად ამისა მწვრთნელმა თავდაჯერება გამოხატა, რომ ”მენდილიბარი 1/8 ფინალის მოგებას შეეცდება. მან იცის, თუ როგორი რთულია აქ თამაში, თუმცა არ ფიქრობს, რომ მის გუნდს შანსი არ აქვს”.

მესი და სორიანო

გვარდიოლამ აღნიშნა, რომ ”ჩვენ კარგად დავუბრუნდით რითმს (შესვენების შემდეგ) და ახალ წელს ვისურვეთ ძალები, რათა კარგად ვიმუშაოთ და ჯანმრთელობა”. პეპმა დაამატა, რომ ”მესი კარგ ფორმაში დაბრუნდა. მე მისთვის არ მიკითხვას სურს თუ არა თამაში, რადგან ვიცი, რომ სურს. ყველა ფეხბურთელს სურს თამაში და მე გადავწყვეტ, თუ ვინ ითამაშებს. ყოველი წლის შემდეგ ლეო უკეთესი და უკეთესია. ფიქრობ, რომ მან უკვე პიკს მიაღწია, თუმცა ის კიდევ უკეთესი ხდება, რადგან ის ბევრს თამაშობს და იღებს გამოცდილებას. ყოველ ჯერზე მას უკეთ ესმის გუნდური თამაში”.

ახალი თემა არის ტრავმირებული დავიდ ვილიას შემცვლელი და გაჩნდა ჭორები, რომ ეს ჯონათან სორიანო იქნება: ”ეს ერთ-ერთი ვარიანტია. პრობლემა იმაშია, რომ თუკი ის პირველ გუნდში გადმოვა უკან ვეღარ დაბრუნდება (25 წელს გადაცილებულია). ის იმსახურებს ამას. მან ძალიან ბევრი გოლი გაიტანა სეგუნდაში, თუმცა გადმოვიყვანოთ პირველ გუნდში ძალიან მცირე დროის სათამაშოდ… დარწმუნებულები არ ვართ. ვერ დავივიწყებთ იმას, რომ ვილიას არყოფნაში არიან სხვა ფეხბურთელები და ის დაბრუნდება. სორიანოს წინააღმდეგ მისი ასაკი მოქმედებს”.

ინიესტას დაბრუნება

გვარდიოლას ასევე კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაუსვეს შეკითხვა: ”ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია, რადგან ამის შესახებ უკვე პრეზიდენტს ეცოდინებოდა. გულშემატკივრებმა არ იღელვონ, მე ვიცი რასაც ვაკეთებ”.

მე და ტიტოს სიგარეტი არასდროს მოგვიწევია” – მწვრთნელმა უპასუხა კითხვას, რომელიც მას ”ნოუ კამპზე” მოწევის აკრძალვის შესახებ დაუსვეს. ამ საკითხზე მან განაცხადა: ”თამბაქო ორგანიზმისთვის მავნებელია. ისინიც კი, ვინც ყიდიან სიგარეტს ამბობენ, რომ ის კლავს. კარგია, რომ ხალხის თავშეყრის ადგილზე სუფთა ჰაერი იქნება”.

პეპ გვარდიოლას ასევე იმ ინფორმაციაზეც დაუსვევს კითხვა, რომლის თანახმადაც 2013 წელს მისი წასვლის შემთხვევაში გუნდს მარსელო ბიელსას ჩააბარებენ: ”მას ნამდვილად შეუძლია ”ბარსელონას” გაწვრთნა”. პეპმა ასევე მეგობარზე, ლუის ენრიკეზეც გააკეთა კომენტარი: ”მან შესანიშნავად დაასრულა წელი და მივესალმები ხელმძღვანელების გადაწყვეტილებას, რომ მას ნდობა გამოუცხადეს. მას ერთი შესანიშნავი თვისება აქვს: ის აკეთებს იმას, რაც სურს. იმ გაგებით, რომ ის სხვას ზეგავლენას არ მოეხდენინებს გადაწყვეტილებაზე. ის მოქმედებს ისე, როგორც გრძნობს”.

პეპმა სხვა ფეხბურთელებზეც ისაუბრა: ”ინიესტამ სრული ვარჯიში ჩაატარა და იმყოფება ძალიან, ძალიან კარგ ფორმაში. როცა ის ასეთ ფორმაში იმყოფება თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, თუ რისი გაკეთება შეუძლია”. კეიტაზე საუბრისას პეპმა განაცხადა: ”9 იანვარს ის აფრიკაში გაემგზავრება”.

მან რამდენიმე სიტყვე ტიტო ვილანოვაზეც თქვა: ”მის გარეშე გვიჭირს. ის მოვა მაშინ, როცა შეძლებს. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იგრძნობს თავს. ძალიან მცირე დრო გავიდა ოპერცაიის შემდეგ და ყველაზე მთავარია, რომ თავს კარგად გრძნობდეს”.

ბოლოს კი პეპმა უარყო, რომ შეცვლის სერ ალექს ფერგიუსონს ”მანჩესტერ იუნაიტედში”: ”ყველაზე მთავარი ისაა, რომ ალექსმა განაგრძოს გუნდის გაწვრთნა. რა თქმა უნდა, როცა დრო მოვა ის აირჩევს შესაფერის ადამიანს და ეს იქნება ისეთი ადამიანი, რომელიც ახლოსაა კლუბთან”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward