მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა, პუიოლი, კეიტა და ალვეში ვარჯიშს დაუბრუნდნენ

ინიესტა, პუიოლი, კეიტა და ალვეში ვარჯიშს დაუბრუნდნენ

ერიკ აბიდალი გრიპის გამო სპორტ-დარბაზში ვარჯიშობდა. ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელები, მარტინ მონტოია და ისააკ კუენკა პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ.

პეპ გვარდიოლასთვის ახალი წელი დადებითი ინფორმაციებით დაიწყო, რადგან სესიაში მონაწილეობა მიიღეს ინიესტამ, პუიოლმა, კეიტამ და ალვეშმა, რომლებიც ტრავმების გამო და საშობაო დასვენების შემდეგ არ ყოფილან სიუტატ ესპორტივაზე. საერთო ჯამში ვარჯიშში მონაწილეობა 19 ფეხბურთელმა მიიღო, 17 პირველი გუნდის წევრი და 2 სარეზერვოსი.

აბიდალი დარბაზში

ყველაზე მნიშვნელოვანი დაბრუნება ანდრეს ინიესტა იყო, რომელსაც ”ოსპიტალეტთან” მატჩში დაშავების შემდეგ ექიმებმა 15 დღიანი უქმობა გამოუწერეს, თუმცა ის სრულფასოვნად ვარჯიშობს 11 დღის შემდეგ. კარლეს პუიოლი, რომელმაც კატალონიის ამხანაგური მატჩი გამოტოვა მცირე დისკომფორტის გამო ასევე დაუბრუნდა ვარჯიშს, ისევე როგორც კეიტა, რომელიც 31 დეკემბერს დარბაზში ვარჯიშობდა. ასევე დაბრუნდა დანი ალვესი, რომელიც საშობაო არდადეგებზე ბრაზილიაში იმყოფებოდა.

ორი ფეხბურთელი, რომელიც ვარჯიშზე არ იმყოფებოდა არინს ლეო მესი, რომელიც არგენტინიდან ბარსელონაში დღეს ბრუნდება და ერიკ აბიდალი, რომელიც გრიპის შემდეგ ფორმას დარბაზში იღდგენს. მძიმედ დაშავებულები, იბრაჰიმ აფელაი და დავიდ ვილია ასევე არ იმყოფებოდნენ სესიაზე.

დღევანდელი ვარჯიში პირველი იყო სამეფო თასზე ”ოსასუნასთან” მატჩისთვის მოსამზადებლად და კვირას, ესპანიოლთან გასამართი დერბისთვის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში