მიუხედავად იმისა, რომ პეპ გვარდიოლას გუნდმა 13 ტიტული მოიგო მას კვლავ აქვს მიზნები, რომლის მიღწევაც შეუძლია.
1. მოიგოს 6 ტიტული
2009 წელს ”ბარსელონამ” ისტორიული შედეგი დააფიქსირა და მოიგო 6 ტიტული: ჩემპიონთა ლიგა, პრიმერა, სამეფო თასი, ესპანეთის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. იწყება 2012 წელი და ”ბარსელონას” უფრო რთული მისია აქვს, მოიგოს 6 ტიტული 1 სეზონის განმავლობაში. ”ბარსა” გახდება პირველი გუნდი, რომელიც ამ შედეგს დააფიქსირებს.
2. მოიგოს ზედიზედ მეოთხე პრიმერა
გუნდი, რომელიც ისტორიაში საპატიო ადგილს იკავებს კვლავ წარმატებებისკენ ისწრაფვის. მაგალითად გაუთანაბრდეს ”ოცნების გუნდის” შედეგს და ზედიზედ მეთხედ მოიგოს პრიმერა. ლეგენდარული კრუიფის გუნდმა 90-იანი წლების დასაწყისში შეძლო ზედიზედ 4 გამარჯვების მოპოვება. ჰოლანდიელის გუნდის წამყვანი ფიგურა ”ბარსელონას” ამჟამინდელი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა იყო.
3. მეხუთე ჩემპიონთა ლიგა
2012 წელს 20 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც ”ბარსელონამ” პირველად მოიგო ევროპის უპრესტიჟულესი ტიტული. მას შემდეგ კატალონიელებმა ამ ტურნირში გამარჯვება კიდევ 3-ჯერ მოახერხეს, ხოლო მეხუთე თასის მოგების შემთხვევაში კლუბის მუზეუმზში ნამდვილი თასი დაიდება და კატალონიელები ”რეალის” მიღწევას მოიახლოვდებიან – 9 გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში.
4. ზედიზედ მეორედ ჩემპიონთა ლიგის მოგება
თუკი ”ბარსა” ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეძლებს გახდება პირველი გუნდი ისტორიაში, რომელმაც ტიტულის დაცვა მოახერხა.
5. დაამხოს პრიმერაში გატანილი გოლების რეკორდი
პრიმერას 1 სეზონში გატანილი გოლები მადრიდის ”რეალს” ეკუთვნის. 1989/90 წლის სეზონში ”ბლანკოსმა” 107 გოლის გატანა შეძლო. 2008/09 წლის სეზონში ”ბარსამ” 105 გოლი გაიტანა.
6. ლეო მესის ზედიზედ მესამედ მოგებული ”ოქროს ბურთი”
9 იანვარს ციურიხში ”ოქროს ბურთის” დაჯიოლოების ცერემონია ჩატარდება. კანდიდატები ლეო მესი, ჩავი ერნანდესი და კრიშტიანუ რონალდუ არიან. თუკი არგენტინელი ამ ტიტულს მოიგებს დადგება ისეთი ლეგენდების გვერდით, როგორებიც კრუიფი, პლატინი და ვან ბასტენი არიან, რომლებმაც ”ოქროს ბურთი” სამჯერ მოიგეს.
7. ”ზამორას” მეხუთე ტიტული
ვიქტორ ვალდესს აქვს შანსი, რომ ”ზამორას” თასი მეხუთედ მოიგოს. ასეთ რამეს ადრე მხოლოდ ანტონიო რამალიეტსმა, ”ბარსელონას” ლეგენდამ მიაღწია.
8. მესამე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში პეპისთვის
გვარდიოლას ჩემპიონთა ლიგა როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის რაგში აქვს მოგებული. ასევე ის იმყოფება იმ მწვრთნელების რიცხვში, ვინც ამ ტიტულის მოგება 2-ჯერ შესძლო. კიდევ ერთი გამარჯვება მას საშუალებას მისცემს გაუთანაბრდეს ”ლივერპულის” ლეგენდას, ბობ პარსლის, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მოგება 1977, 1978 და 1981 წლებში შეძლო.
9. თამაშის ახალი სტილი ფეხბურთის ისტორიისთვის
50-იან წლებში უნგრეთის ნაკრები 4-2-4 ტაქტიკით თამაშობდა, ”აიაქსი” და ”მილანი” ცნობილ ტოტალურ ფეხბურთს თამაშობდნენ. ”ბარსას” დაცვა ბურთით და გენიალური 3-7-0 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში იმსახურებს ისტორიაში შესვლას.
10. ჩემპიონთა ლიგის ფინალი 11 კანტერანოთი
პირველად ასეთი სურვილი ლუი ვან გაალმა გამოთქვა. გაიმარჯვო ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისე, რომ ძირითადის 11 ფეხბურთელი შენი სკოლის აღზრდილი იყოს. ჯერ-ჯერობით პეპ გვარდიოლამ ძირითადში 7 კანტერანოს თამაში მოახერხა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, 2011 წელს.
11. პოპულარობის ზრდა ბავშვებში მთელ მსოფლიოში
2011 წელს ”ბარსელონას” მაისურების რეკორდული რაოდენობა გაიყიდა. ამის მიღწევა ბავშვებში პოპულარობის გაზრდის შედეგია, რომლებიც მშობლებს თხოვენ საკუთარი კუმირის მაისურის შეძენას.
12. მიაღწიოს იმას, რომ ”რეალმა” ”ბარსასთან” ყოველი დამარცხების შემდეგ გასამართლებელი საბუთი არ ეძებოს
პირველად მას შემდეგ, რაც ”რეალს” მოურინიო წვრთნის ”ბერნაბეუზე” 1:3 მარცხის შემდეგ არ ყოფილა მსაჯზე საჩივრები, თეატრალური გამოსველბი და ”რატომ”? ჟოზემ მხოლოდ უიღბლობას დააბრალა მარცხი. ”ბარსას” მიზანია მიაღწიოს იმას, რომ ჟოზემ არ ეძებოს გასამართლებელი საბუთები