მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კუენკა ახლოსაა კონტრაქტის გახანგრძლივებასთან

კუენკა ახლოსაა კონტრაქტის გახანგრძლივებასთან

20 წლის თავდამსხმელი ისააკ კუენკა, ძალიან ახლოსაა კატალონიის “ბარსელონასთან” ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან. როგორც მოგეხსენებათ, ესპანელი ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი ამ სეზონის ბოლომდეა გათვლილი და შემდეგ იწურება.

 

თითქმის უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია და, როგორც Sky Sport–ი იტყობინება, მცირე დეტალებიღაა მოსაგვარებელი. კუენკაზე მოთხოვნილება უკვე გამოთქვეს ინგლისის პრემიერ–ლიგის რამდენიმე წამყვანმა გუნდებმა და ისინი მზად არიან შეიძინონ იგი იმ შემთხვევაში, თუ მაინც მოხდება რაღაც და არ გაახანგრძლივებს “ბარსასთან” კონტრაქტს.

 

ისააკი ნამდვილად წლის აღმოჩენა გახდა. იგი ბრწყინვალედ შეეწყო პირველ გუნდს მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კვლავ “ბარსა ბ–ის” ფეხბურთელად ითვლება. ნამდვილად ძნელად საფიქრებელია, რომ გვარდიოლა ასეთ ტალანტს ასე მარტივად გაუშვებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში