ლიონელ მესი აგრძელებს ტიტულებისა და პრიზების მოპოვებას. ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ,(IFFHS) არგენტინელი ფეხბურთელი დაასახელა 2011 წლის მსოფლიოს საუკეთესო ბომბარდირად.
“ბარსას” ვარსკვლავმა ბოლო 12 თვის განმავლობაში 19 გოლის გატანა შეძლო და სულ რაღაც 2 გოლით აჯობა რადამელ ფალკაოს. რა თქმა უნდა აქ ითვლება ის გოლები, რომლებიც ფეხბურთელებმა საერთაშორისო და კონტინენტის ტურნირებზე გაიტანეს და არა ეროვნულ ჩემპიონატებში.
“ბლაუგრანას” კიდევ ერთი ფორვარდი დავიდ ვილია მე-10 ადგილს იყოფს კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად. სიაში ასევე მოხვდნენ, “მანჩესტერელი” ჩავიერ ერნადესი (მე-5 ადგილი) და “ბაიერნის” ფორვარდი მარიო გომესი(მე-4 ადგილი).



