მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა” ვარჯიშს დაუბრუნდა

“ბარსა” ვარჯიშს დაუბრუნდა

15 პირველი გუნდის და 4 “ბარსა ბ-ს” ფეხბურთელი საშობაო შესვენების შემდეგ ვარჯიშს დაუბრუნდა. გვარდიოლას გუნდს დანიელ ალვესი 31 დეკემბერს, ხოლო ლიონელ მესი 2 იანვარს დაუბრუნდება. სარეზერვო გუნდიდან ვარჯიშს კუენკა, მუნიესა, სერხი რობერტო და მონტოია დაესწრნენ. ვარჯიშზე ასევე არ იყო მაქსველი, რომელიც ბარსელონაში იმყოფება, მაგრამ პირადი პრობლემების გამო გვარდიოლამ გაანთავისუფლა იგი.

“ბლაუგრანას” ფეხბუთელები ახლა მთლიანად “დელ რეის თასის” მატჩისათვის ემზადებიან, რომელიც 4 იანვარს შედგება “კამპ ნოუზე”, “ოსასუნას” წინააღმდეგ.

ალექსის სანჩესი იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც გუნდისაგან განცალკევებით ვარჯიშობდა. რაც შეეხება ანდრეს ინიესტას იგი “ჰოსპიტალეტთან” მატჩში დაშავდა და ახლა სპორტულ დარბაზში ვარჯიშობს.

 პეპის შეგირდებს პარასკევს ორი ვარჯიში ექნებათ და ორივე დახურულ კარს  მიღმა ჩაივლის. 2011 წლის ბოლო ვარჯიში კი შაბათს დილით იქნება, რომლის შემდეგაც ტიაგო პრეს-კონფერენციას გამართავს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში