კატალონიური ”ბარსელონას” პრეზიდენტი, სანდრო როსელი არ მიიჩნევს სწორად ფეხბურთში არსებულ წესს, რომლის თანახმადაც ტრანსფერში მონაწილეობისთვის ფეხბურთელების აგენტს ფულს კლუბები უხდიან და არა თავად ფეხბურთელები.
”ყოველთვის ამ შეკითხვაზე ვფიქრობ. აგენტები ფეხბურთელების ინტერესებს იცავენ, მათთვის საუკეთესო პირობების მოპოვებას ცდილობენ, ამის გამო კი ფულს მათ კლუბები უხდიან. ეს არასწორია. ამის შესახებ უკვე ვესაუბრე უეფას წარმომადგენლებს. მსურს, რომ ამ საკითხში ახალი რეფორმები გატარდეს” – განაცხადა როსელმა.

როსელი: ”არ მესმის რატომ ვაძლევთ კლუბები ფულს აგენტებს”
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

