ლიონელ მესი, ისევე როგორც “ბარსას” სხვა ფეხბურთელები, ზამთრის არდადეგებით ტკბება. ამჯერად მან უარი განაცხადა იბიცას სანაპიროებზე და დელფინებთან ერთად ცურვაზე, ყოველგვარ პომპეზურობასა და ხალხმრავლობაზე. არგენტინელი მშობლიურ ქალაქ როსარიოში, ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში ისვენებს.
ფოტოები, რომელიც ლეო მესის ფანკლუბმა გამოაქვეყნა, ნათლად ასახავს, თუ რამდენად კარგად გრძნობს “რწყილი” თავს. მესი ბარსელონაში 2 იანვარს ჩავა და ვარჯიშებს განაახლებს. 2012 წლის პირველი ოფიციალური შეხვედრა მას 4 იანვარს, “ოსასუნას” წინააღმდეგ ელის.





[media=http://www.youtube.com/watch?v=S7Y6OgHIga0]



