workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ძმები ალკანტარების წელი

ძმები ალკანტარების წელი

2011 წელი ალკანტარების ოჯახში განსაკუთრებული იყო. თავის დროზე მაზინიო ბრწყინავდა, როგორც ფეხბურთელი, გახდა რა 1994 წელს მსოფლიოს ჩემპიონი. ვალერია შესანიშნავი ფრენბურთელი იყო, ახლა კი მათი შვილები სიამაყით აგრძელებენ სპორტულ შთამომავლობას ოჯახში.

ტიაგოსთვის მიმდინარე წელი განსაკუთრებული იყო: წლის პირველი ნაწილი მან პირველ და მეორე გუნდებს შორის გაატარა, ზაფხულში კი სრულად გადავიდა პეპ გვარდიოლას განკარგულებაში. დანიაში ბწრყინვალედ ჩატარებული 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მან კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე გააფორმა. სესკის გადმოსვლის შემდეგ ისე მოჩანდა, რომ ტიაგო ძირითადში თამაშს ვეღარ შეძლებდა, თუმცა გვარდიოლამ საწინააღმდეგო დაამტკიცა. მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში ტიაგომ 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლის გატანა შეძლო. პრიმერაში და ჩემპიონთა ლიგაში გამრჯვების შემდეგ ტიაგომ საკუთარი მინი ტრიპლეტი შეასრულა: ესპანეთის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. ასევე ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავად თამაშის შემდეგ 5 აგვისტოს მას დებიუტი ჰქონდა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში იტალიის წინააღმდეგ, რის შემდეგაც დადასტურდა, რომ ის ბრაზილიის ნაკრებში აღარ ითამაშებს.

რაფინია: ძმის ნაკვალევზე

ტიაგოს 19 წლის ძმა უფროსი ძმის ნაკვალევზე მიდის. ”Juvenil A”-სთან მოპოვებული ტრიპლეტის შემდეგ ის ”ბარსელონ ბ”-ში გადადის და პარალელურად დებიუტი აქვს პირველ გუნდში. ”ბატესთან” განმეორებით მატჩში ძმები ალკანტარები ”ბარსელონას” ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. მიუხედავად სხვა კლუბების დიდი ინტერესისა რაფინიამ ”ბარსასთან” კონტრაქტი 2014 წლამდე გააფორმა. ძმებს არ ჩამორჩება 13 წლის და, ტაისა, რომელიც ”სელტას” საკალათბურთო გუნდში ასპარეზობს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward