“აიაქსის” და “მილანის” ყოფილმა ფეხბურთელმა მარკო ვან ბასტენმა, ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ ფიქრობს, რომ წელს “ოქროს ბურთი” კიდევ ერთხელ უნდა მიიღოს ლიონელ მესიმ. ჰოლანდიელმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა არგენტინელის მიმართ და ყველაფერი კარგად განმარტა.
“მესი საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში და ამაზე ორი აზრი არ არსებობს. იგი ნამდვილი ფენომენია, რომელმაც უკვე ყველაფერი მოიგო და უფრო მეტი სურს. მისი თავმდაბლობა მას ჩემს თვალში ორმაგად ამაღლებს. ლეო ლიდერადაა დაბადებული და ვფიქრობ, მანაც იგევე კვალი უნდა დატოვოს, რაც დიეგო მარადონამ. მე მხოლოდ “ბარსელონას” არ ვგულისხმობ, აუცილებელია წარმატება არგენტინის ნაკრებშიც. წელს აუცილებლად მესიმ უნდა მიიღოს “ოქროს ბურთი”. მხოლოდ შესაძლებლობებზე დაყრდნობით კი არა, არამედ ჩემპიონთა ლიგისთვის, ესპანეთის პრიმერა დივიზიონისთვის და კიდევ სხვა ჩემპიონატებისთვის, რომელიც მან მოიგო. ის მთელი სეზონის მანძილზე “ბარსას” გასაღები და უპირობო ლიდერი იყო.” –ციტირებს ლეგენდარული ფეხბურთელის სიტყვებს “ფიფას” ოფიციალური საიტი.
პ.ს. ესეც ჩემი 1100–ე სტატია…



