”ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, ემანუელ პეტი საუბრობს ”ოქროს ბურთის” მოგების კანდიდატებზე და ”ბარსაში” მის ასპარეზობაზე.
”ბარსელონა” მსოფლიო ფეხბურთის განსახიერებაა
”ამჟამინდელი ”ბარსელონა” მსოფლიო ფეხბურთის განსახიერებაა. ის ერთ-ერთი იმ უმცირესთაგანი კლუბების ნაწილია, რომლებსაც მსოფლიო ფეხბურთზე მოქმედება შეუძლიათ, რაც ადრე მხოლოდ 70-იანი წლების ბრაზილიის ნაკრებმა შეძლო. დიახ, ბევრს წყინდება 10 კაცის მუდმივი გათამაშებები, თუმცა ზუსტად ”ბარსას” ფეხბურთელებმა წამოწიეს წინა პლანზე ისეთი ასპექტები, როგორიცაა პრესინგი, ართმევა და ბურთის ფლობა”.
ჩავი
”სამივე კანდიდატი იმსახურებს გამარჯვებას. ჩავის ნახევარმცველის პოზიცია გუნდის შეტევების ორგონიზატორად გარდაქმნა. ის ”ბარსასთვის” ბევრს ნიშნავს: ის წამართავს თამაშს, ის ცვლის შეტევის მიმართულებებს, აკეთებს შესანიშნავ გადაცემებს… მას უდიდესი ნიჭი აქვს”.
მესი – რონალდუ
”მესი ”PlayStation”-ის ფეხბურთელია. მესი გამონაკლისია. მიუხედავად ამისა მოხიბლული ვარ რონალდუს თამაშით. ამჟამად ”რეალი” უფრო რთულ პირობებში თამაშობს, თუმცა ის შესანიშნავ შედეგებს აჩვენებს. მას შემდეგ რაც რონალდუ ინგლისის მეფე გახდა ესპანეთში ახალი გამოწვევებით გადავიდა. ის ათვიცნობიერებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ამას გარდა ის არგენტინელზე უკეთ თამაშობს თავით. მჯერა, რომ ორივე უკეთ წარმოაჩენს თავს სანაკრებო დონეზე”.
თამაში ”ბარსაში”
”ის წლები კლუბისთვის ყველაზე ცუდი იყო ბოლო 20 წლეულში. ჩვენ ვუახლოვდებოდით ციკლის დასასრულს. რივალდო, გვარდიოლა, ძმები დე ბურები ფანტასტიკური ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ უახლოვდებოდნენ კარიერის დასასრულს, ისევე როგორც მე. ამით ყველაფერი აიხსნება”.



