მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრო: “იმედია ევროპის ჩემპიონატზე გავემგზავრები”

პედრო: “იმედია ევროპის ჩემპიონატზე გავემგზავრები”

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა პედრო როდრიგესმა, ისაუბრა თასზე, რომლის მოგებაც სურს. ასევე ესპანელმა თავდამსხმელმა მადრიდის “რეალზეც” თქვა ორი სიტყვა. როგორც მოგეხსენებათ, ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ “ლურჯ–ბროწეულისფერები” და “თეთრები” ერთმანეთს ესპანეთის თასის 1/4 ფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

 

“შესაძლოა “რეალთან” სხვა ტურნირებშიც მოგვიწიოს შეხვედრა. ეს შესანიშნავი და ფიზიკურად ძლიერი გუნდია. ამის მიუხედავად, მოდით წინასწარ არ გავაკეთოთ პროგნოზები, რადგან არავინ იცის რა მოხდება. ბოლო მატჩი ესპანეთის თასზე ძალიან იოლად მოვიგეთ, თუმცა წინ გრძელი გზაა. რაც შეეხება თასს, რომლის მოგებაც მსურს, როგორც იცით ყველაფერი მაქვს მოგებული გარდა ევროპის ჩემპიონატისა. ამიტომ ვიმედოვნებ გავყვები ნაკრებს უკრაინა–პოლონეთში და დასახულ მიზანს მივაღწევ.” –ციტირებს პედროს სიტყვებს ესპანური გამოცემა AS.

 

ამ სეზონში, პედრომ ესპანეთის ჩემპიონატის 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთხელ მოახერხა მეტოქის კარის აღება. ტრავმის შემდეგ, იგი ნელ–ნელა იბრუნებს ჩვეულ ფორმას და ცდილობს ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში