workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
2011 წელი–იანვრიდან დეკემბრამდე (განხილვა)(ნაწ. I)

2011 წელი–იანვრიდან დეკემბრამდე (განხილვა)(ნაწ. I)

 

 მოდით სრულად განვიხილოთ 2011 წელი, რომელიც სულ მალე გაიხურავს კარს. რა იყო კატალონიისბარსელონასთვისამ წელს სასიხარულო და სამწუხარო? სწორედ ამაზე ვისაუბრებთ ამ სტატიაში

 

იანვარი

 

 

 

წელიბარსელონასთვისბრწყინვალედ დაიწყო. ლიონელ მესი, ჩავი ერნანდესი და ანდრეს ინიესტა იყვნენ ის სამი კანდიდატი, რომელიც მიიღებდაოქროს ბურთს“. სამიველა მასიადანიყვნენ და ასეთი რამ ისტორიის მანძილზე პირველად მოხდა. საბოლოო ჯამში, ეს პრიზი არგენტინელს ხვდა წილად, თუმცა ესპანელები ამით არ დამწუხრებულან და თქვეს, რომ მთავარიაოქროს ბურთიმათ ოჯახს ერგო. ლეო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაცბარსასმაისურით ზედიზედ ორჯერ მოიგო ეს ტიტული. რაც შეეხება ხოსეპ გვარდიოლას, იგი დასახელებულ იქნა 2010 წლის მესამე საუკეთესო მწვრთნელად. როდესაცბლაუგრანამ” “კამპ ნოუზე” “ბეტისიმიიღო და 5:0 გაანადგურა, გამარჯვებულებმა მოპოვებული ჯილდოები გულშემატკივრებს წარუდგინეს დიდი სიყვარულით.

 

თებერვალი

 

 

 

2011 წლის 20 თებერვალს, ხოსეპ გვარდიოლამ ესპანეთის პრიმერა დივიზიონში გუნდს მეასედ უმწვრთნელა. მისი შედეგი ამ 100 მატჩში, მან 79 მოგება, 14 ფრე და მხოლოდ 7 მარცხი განიცადასაუკეთესო რეკორდიბარსელონასისტორიაში. ამ თამაშებში, პეპმა სულ 40 სხვადასხვა ფეხბურთელი გამოიყენა, რომელთაგანაც 56% “ბარსაშიიყვნენდამზადებულნი“, ანუ აღზრდილები იყვნენლა მასიაში“. მან 68 კვირა გაატარა ჩემპიონატში პირველ პოზიციაზე. მართლაც რომ გასაოცარი სტატისტიკაა.

 

მარტი

 

 

გუნდმა სეზონის შუაში ძალიან მძიმე დარტყმა მიიღო, როდესაც გაირკვა, რომ ერიკ აბიდალს ღვიძლის კიბო ჰქონდა. ფრანგი, რომელმაც შეძლო, რომ სარეკორდო დროში დაბრუნებულიყო, მოახერხა და შეუერთდა გუნდს სეზონის დასრულებამდე. მთელი მისი არ ყოფნის მანძილზე, გულშემატკივრები და სპორტსმენები მას მხარში ედგნენ გაჭირვებისას და სოციალური ქსელებისა და სხვადასხვა სახის ბანერების საშუალებით ეხმარებოდნენ. “კამპ ნოუზეუამრავი გასამხნევებელი ბანერი იყო განლაგებული. აბიდალის დაავადებამ გუნდი მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერა და უფრო მოუმატა ჟინი და ბრძოლის სურვილი. ისინი უფრო მეტი ტიტულისკენ მიისწრაფვოდნენ.

 

აპრილი

 

 

 

აპრილმაკლასიკოებისმარათონი მოიტანა. ესპანეთის პრიმერა დივიზიონშიბარსა” “რეალს” “სანტიაგო ბერნაბეუზეესტუმრა და შეხვედრა 1:1 დაასრულა. ეს დადებით შედეგად ჩაითვალა, რადგან ამან პრაქტიკულად გაუნაღდა გუნდს ჩემპიონობა. სამწუხაროდ, მადრიდელებმა მაინც გამოკრეს ხელი მათთვის სასიხარულო შედეგს და ვალენსიაში, ესპანეთის თასის ფინალში დამატებით დროში გაიტანეს ერთადერთი გოლი და მატჩი მინიმალური სხვაობით მოიგეს. მაგრამ ყველაფერი როდი დასრულდა. კვლავ გასამართი იყო ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური შეხვედრები. “ლურჯბროწეულისფერებმა” “თეთრებსორი მატჩის ჯამში 3:1 სძლიეს. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო 2:0 “ბერნაბეუზე“, სადაც მესიმ ნამდვილად საოცარი გოლები გაიტანა. “ბარსას” “უემბლიდა ჩემპიონთა ლიგის რიგით მეოთხე თასი ელოდა

 

მაისი

 

 

წლის მეხუთე თვე უბრალოდ დაუვიწყარი იყო. 11–ში, “ბარსელონამ” “ლევენტესთანმატჩი ფრედ, 1:1 დაასრულა და მათემატიკურად გაინაღდა ზედიზედ მესამედ ესპანეთის ჩემპიონობა. 17 დღის შემდეგ, ყველა ლონდონზე იყო გამართული, სადაც კატალონიელებმა ჩემპიონთა ლიგის ფინალშიმანჩესტერსსაფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარეს და დაამარცხეს, ანგარიშით 3:1. გოლები პედრომ, მესიმ და ვილამ შეაგდეს და დამსახურებულადაც მოიგეს გუნდის ისტორიაში მეოთხედ ეს ჩემპიონატი. აღსანიშნავია, რომბლაუგრანამბოლო 6 წელში, ეს თასი 3–ჯერ აღმართა. ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, კარლეს პუიოლმა კაპიტნის სამკლაური, როგორც ზევით ავღნიშნეთ, რეკორდულ დროში დაბრუნებულ ერიკ აბიდალს მოარგო მკლავზე და მისცა მას თასის აწევის უფლება.

 

ივნისი

 

 

 

თამაშების გარეშე არსებულ პირველ თვეში, კარლეს პუიოლმა გაიკეთა მუხლის ოპერაცია. რაც შეეხება ხოსეპ გვარდიოლას, მან 3 წლის მანძილზე გუნდს ისეთი ფეხბურთი ათამაშა, რომ მსოფლიო მოხიბლა და ასიამოვნა. პეპმა 13 საშუალებიდან 10 გამოიყენა, ანუ 13 ჩემპიონატიდან 10–ში იმარჯვა და კოლოსალური რაოდენობის თასები მოაპოვებინაბარსას“. ასევე ამ თვეში აღსანიშნავია ისიც, რომლა მასიაშიაღზრდილი ოთხი ფეხბურთელი (მონტოია, ტიაგო, ჟეფრენი და ბოიანი) ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებს დაეხმარა ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალედ გამოსვლაში. დანარჩენილურჯბროწეულისფერიმოთამაშეები კიუკვე შემდეგ სეზონზე ფიქრობდნენ.

 

ივლისი

 

 

 

ზუსტად 3 დღის შემდეგ, რაც ჩილე გამოვარდა კოპა ამერიკიდან, ალექსის სანჩესი წარდგენილი იქნა, როგორც გუნდის პირველი შენაძენი 2011/12 წლების სეზონში. ის კვლავ არდადეგებზე იყო, როდესაცბარსელონამწისასეზონო შეხვედრები გამართაჰაიდუკ სპლიტთან“, “ინტერნაციონალ პორტო ალეგრესთანდა მიუნხენისბაიერნთან“. სანჩესი ასევე არ იყო გუნდთან ერთად ამერიკის ტურნეს დროს. ფეხბურთელი ნაყიდი იქნა იტალიურიუდინეზედან” 26 მილიონ ევროდ. “მე ბავშვობიდან ვოცნებობდიბარსელონაშითამაშზე” –თქვა ჩილეელმა მას შემდეგ, რაც პირველად მოირგო ლურჯბროწეულისფერი მაისური.

 

აგვისტო

 

 

 

ორ თვიანი არდადეგებისა და მომზადების შემდეგ, როგორც იქნა დაიწყო სეზონი. “ბარსელონამესპანეთის სუპერთასზე ორი მატჩის ჯამშირეალს” 5:4 სძლია. ორივე შეხვედრაში კატალონიელებმა ბრწყინვალედ ითამაშეს. კასილასის კარში გატანილი 5 გოლიდან, 3 ლიონელ მესის ანგარიშზე იყო. ამის შემდეგ იყო ევროპის სუპერთასი, სადაცბლაუგრანამკვლავ იმარჯვა, მესისა და კიდევ ერთი გამართლებული ტრანსფერის ხარჯზე; პორტუგალიელთა კარში მეორე გოლი სესკ ფაბრეგასმა გაიტანა, რომელმაც დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა კვლავ მოირგო ლურჯბროწეულისფერი ფორმა. ეს იყო 15 შანსიდან მე–12 ტიტული გვარდიოლას ხანაში. საოცრება

 

გაგრძელება იქნება…

/span

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward