ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ სამეფო თასის პირველი 1/8 ფინალური მატჩების და ლა ლიგის შემდეგი 2 ტურის განრიგი გამოავეყნა.
ამ სამ თამაშში ”ბარსელონას” დაპირისპირება მოუწევს ”ოსასუნასთან” სამეფო თასის და ”ესპანიოლთან” და ”ბეტისთან” პრიმერას ეგიდით. თასის 1/8 ფინალური მატჩი ”ბარსასა” და ”ოსასუნას” დროით 4 იანვარს, ადგილობრივი დროით 22 საათზე გაიმართება. პრიმერას მე-18 ტურის შეხვედრა, კატალონიური დერბი ”ესპანიოლსა” და ”ბარსას” შორის 8 იანვარს, 21:30 საათზე გაიმართება. ერთი კვირის შემდეგ, ზუსტად იმავე დროს ”ბარსელონა” ”ნოუ კამპზე” უმასპინძლებს ”ბეტისს”.
4 იანვარი – ”ბარსა” – ”ოსასუნა” – 22 საათი
8 იანვარი – ”ესპანიოლი” – ”ბარსა” – 21:30 საათი
15 იანვარი – ”ბარსა” – ”ბეტისი” – 21:30 საათი



