მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუბი: ”თასზე ”რეალთან” შეხვედრის შანსი არ მაშინებს”

სუბი: ”თასზე ”რეალთან” შეხვედრის შანსი არ მაშინებს”

”ბარსელონას” სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა ამტკიცებს, რომ გუნდი არ წუხს სამეფო თასის შემდეგ ეტაპზე მადრიდის ”რეალთან” შესაძლო დაპირისპირების შესახებ.

”ასე ვთქვათ მე ცუდად ძილს არ დავიწყებ იმის გამო, რომ შეიძლება ”რეალს” შევხვდეთ. ახლა ჩვენ ”ოსასუნას” უნდა შევხვდეთ და მათთან თამაში უფრო რეალურია. არ მიყვარს გამოცნობა, ვცდილობ კონცენტრაცია გარკვეულ მოვლენებზე მოვახდინო”.

”ესპანეთის ჩემპიონატჩი ჩვენ იოლად დავამარცხეთ ”ოსასუნა”, მაგრამ თასზე გასამართი მატჩში შეიძლება სულ სხვაგვარი გამოვიდეს. სავარაუდოა, რომ მათ მას შემდეგ ბევრი რამ ისწავლეს. გვარდიოლაც ასე ფიქრობს” – სუბისარეტას სიტყვებს Goal.com ციტირებს.

ესპანეთის თასის პირველი შეხვედრა ”ბარსასა” და ”ოსასუნას” შორის 4 იანვარს გაიმართება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში