მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრიტოდან პედრომდე, ანუ მადრიდული ხარების რისხვა

პედრიტოდან პედრომდე, ანუ მადრიდული ხარების რისხვა

 

მე არ შემიძლია მატჩის ანალიზირება, არ შემიძლია დავწერო სტატია, არ შემიძლია ტაქტიკის არჩევა, მაგრამ ამ საიტზე ყველაფერი შემიძლია. ეს თქვენც შეგიძლიათ. შეგიძლიათ დაწეროთ თქვენს ემოციებზე, ფაქტებზე, სტატისტიკაზე და ა.შ. ამის ძალას “ბარსელონას” სიყვარული გაძლევთ. უნდა გვეამაყებოდეს, რომ “კულეები” ვართ. დღეს მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ განსაკუთრებული თვისებებით დაჯილდოებულ ადამიანზე.

 

მისი სახელია პედრო როდრიგესი და დაიბადა 1987 წლის 23 ივლისს. კანარის კუნძულებზე დაბადებული ყმაწვილი, როგორც ყველა სხვა ბიჭები, ფეხბურთს ადრეული ასაკიდანვე თამაშობდა. იგი 16 წლის იყო, როცა თამაში კანარულ კლუბში, “სან–ისიდროში” დაიწყო და საერთოდ არავინ არ წინასწარმეტყველობდა, რომ მისგან ვარსკვლავი დადგებოდა. ის იყო უბრალოდ პედრიტო, რომელიც ბევრს ვარჯიშობდა და რაღაცის მიღწევას ცდილობდა.

 

სუპერ პედრო “ბარსელონაში” 2004 წლიდან ირიცხება. მან ორი წელი იბრძოლა, რათა “ბარსა ბ”–მდე მიეღწია. იქ 55 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა (რა ნომერია პედრო?). იმ დროისათვის მისი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა იყო. როდესაც ხოსეპი “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მან მოკიდა როდრიგესს ხელი და თან გამოიყოლა იმიტომ, რომ იცოდა, თუ რა შეეძლო ამ ყმაწვილს. ახლა უკვე ჩვენც ვიცით მესის არყოფნაში ვინ იქნება კლუბში მთავარი გოლეადორი. პედროს აქვს ყველა თვისება, რაც იდეალურ ფეხბურთელს სჭირდება: იგი სწრაფია, ბრწყინვალედ ფლობს ბურთს და აქვს შესანიშნავი დარტყმა.

 

კატალონიური გრანდის პირველ გუნდში გატარებული რამდენიმე წლის მანძილზე, მას მაინც პედრიტოდ მოიხსენიებდნენ, თუმცა როდესაც ყველაზე უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებებში მადრიდის “რეალთან” გოლი–გოლზე გაჰქონდა, აი სწორედ მაშინ შეიცვალა ყველაფერი. ის გახდა პედრო–ფეხბურთელი, რომელსაც ნამდვილად ძალუძს ისეთი დიდი გუნდის ღირსების დაცვა, როგორიც “ბარსაა”. ბოიან კრკიჩიც პრაქტიკულად მასთან ერთად მოდიოდა, მაგრამ მან ვერ გაუძლო ზეწოლას, რომელიც წამოსული იყო “ბარსელონას” საუკეთესოობისგან. დღეს–დღეობით, “ბლაუგრანა” პირველია მსოფლიოში და სწორედ ეს ვერ აიტანა ბოიანმა. ახალგაზრდა ესპანელმა ვერ აჩვენა ისეთი თამაში, რომ ძირითად შემადგენლობაში დაემკვიდრებინა ადგილი და სწორედ ამიტომ, ახლა იგი იტალიურ “რომაშია”, სადაც ხშირ შემთხვევაში “სკამს ათბობს”.

 

“ბარსელონაში” რამდენიმე ბრწყინვალე თავდამსხმელი მოვიდა, რაც პედროსთვის ხელის შემშლელია და რთულია ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება. ალექსის სანჩესი გვარდიოლამ “უდინეზედან” შეიძინა და ნამდვილად გაამართლა, ხოლო ისააკ კუენკა სარეზერვო გუნდიდან ძალიან ხშირად ემატება პირველ გუნდს და მას უკვე ეტყობა მაღალი კლასი. ამას დამატებული კიდევ პედროს ტრავმა, რომლის გამოც მას კარგახანი გაუცდა. ამ “შიდა ბრძოლის” მიუხედავად, როდრიგესი მაინც დარწმუნებულია საკუთარ თავში და კონკურენცია ახარებს, რადგან ეს მიზეზია იმისა, რომ უფრო და უფრო მოუმატოს თამაშს.

 

პედროს შესწევს ძალა ღირსეულად დაიცვას “ბარსელონას” ღირსება. სათადარიგოთა სკამზე ჯდომის მიუხედავად, ის არსად არ წავა და იბრძოლებს, რათა კვლავ ძირითად შემადგენლობაში დააყენოს ხოლმე გვარდიოლამ. იგი ბენდიერია კატალონიურ გრანდში თამაშით და სადამდეც შეეძლება, სულ აქ იქნება…

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში