იოჰან კრუიფმა, რომელიც გახლავთ კატალონიის ნაკრების მწვრთნელი, დაასახელა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენენ 30 დეკემბერს ჩასატარებელ ამხანაგურ მატჩში. ასევე გეტყვით, რომ შეხვედრა “ესტადი ლუის კომპანის” სტადიონზე გაიმართება.
სიაში შესული არიან 11 “ბარსელონას” ფეხბურთელი. აქედან 8 მოთამაშე პირველი გუნდიდანაა, ხოლო 3 სარეზერვოდან. ვიქტორ ვალდესი, კარლეს პუიოლი, ხერარდ პიკე, ანდრეუ ფონტასი, სესკ ფაბრეგასი, სერხიო ბუსკეტსი, ჩავი ერნანდესი, ისააკ კუენკა, სერხი რობერტო, მარკ მუნიესა და მარტინ მონტოია–სწორედ ესენი გახლავთ ის ფეხბურთელები, რომლებიც კატალონიის ნაკრებში ითამაშებენ “ბარსას” მხრიდან.
ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ასევე “ესპანიოლის” 8 ფეხბურთელიც გამოიძახა: სერხიო გარსია, ჟოან ვერდუ, ხავი მარკესი, ალვარო ვასკესი, ხორდი ამატი, დიდაკ ვილა, რაულ როდრიგესი და კიკო კასილა. კრუიფის დაძახებული დანარჩენი მოთამაშეები კი არიან: ფერან კორომინასი (“ჟირონა”), ალბერტ პუიგდოლერსი (“საბადელი”), სერხიო ჯუსტე (“ნასტიკი”) და “ბარსელონას” ყოფილი ფორვარდი ბოიან კრკიჩი (“რომა”).
