მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კეიტა ივნისში ”მილანში” გადავა

კეიტა ივნისში ”მილანში” გადავა


ჯერ კიდევ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე დაიწყო საუბრები იმის შესახებ, თუ ვინ სად გადავა ზაფხულში.

იტალიურმა პრესამ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ”მილანის” ვიცე-პრეზიდენტმა, ადრიანო გალიანიმ მიაღწია შეთანხმებას სეიდუ კეიტასთან იმასთან დაკავშირებით, რომ აფრიკელი ფეხბურთელი შემდეგ ზაფხულს იტალიურ გუნდში გადაბარგდება.

იტალიური მედიის ცნობით ფეხბურთელს კონტრაქტის თანახმად არ ეკრძალება სხვა კლუბებთან პირადი მოლაპარაკების გამართვა. მიუხედავად იმისა, რომ სეიდუ კეიტას კონტრაქტი ”ბარსასთან” 2014 წლამდე აქვს გაფორმებული სავსებით შესაძლებელია, რომ ის ზაფხულში ”მილანის” რიგებში გადაბარგდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში