ლიონელ მესი თავის მეგობარ გოგოსთან, ანტონელა როკუზოსთან და თანაგუნდელ ხავიერ მაშერანოსთან ერთად როსარიოში მანქანით მიდიოდა. მოულოდნელად მანქანას ერთი საბურავი დაეშვა. ინციდენტის მომენტში დაზარალებულები პან ამერიკანის გზატკეცილზე იმყოფებოდნენ. ლეო BMW X6-ს მართავდა. ფეხბურთელებს დახმარება მიგელ სანჩესმა გაუწია, მოგვიანებით კი მათ ლეოს ძმამ მიაკითხა და დანიშნულების ადგილამდე მიიყვანა.
ლეო მესიმ უარი არ უთხრა მიგელ სანჩესს სურათების გადაღებაზე. მოგეხსენებათ, “რწყილი” არგენტინელებმა წლის საუკეთესო სპორტსმენის პრიზით დააჯილდოვეს. სწორედ აღნიშნულ პრიზებით ხელში, ლეომ სურათი გადაიღო მიგელთან ერთად.






