“Fiesta del Deporte Catalán”_სწორედ ეს ტიტული მოიგო “ბარსელონას” პირველმა ნომერმა. იგი გახდა 2011 წლის საუკეთესო კატალონიელი სპორტსმენი.
2009 წელს ამ ტიტულს ჩავი ერნანდესი დაეუფლა, 2010 წელს კი კარლეს პუიოლი. ამჟამად კი “Fiesta del Deporte Catalán” ვალდესი გახდა. ვიქტორმა ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
სამადლობელი: “ჩემთვის დიდი პატივია, გავხდე 2011 წლის საუკეთესო კატალონიელი სპორტსმენი. ეს ფაქტი სტიმულს მმატებს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეს პრიზი ჩემთვის გაიმეტა.”
ვალდესმა გუნდის წარმატებებზეც ისაუბრა: “ჩემი ტიტულები და რეკორდები მეორე პლანზე მაქვს გადაწეული. ჩემთვის მთავარია გუნდის წარმატებები. მოხარული ვარ, რომ იაპონიაში დიდ წარმატებას მივაღწიეთ და მსოფლიოს საუკეთესო გუნდი გავხდით. ბევრს შურს ჩვენი, მაგალითად “რეალს” და მათ მთავარ მწვრთნელს.”
ვალდესმა ახალ წელზეც ისაუბრა: “ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. ვიმედოვნებ, რომ “ბარსელონასთვის” 2012 წელი წინა წლებთან შედარებით გაცილებით უკეთესი იქნება.”



