მას შემდეგ, რაც კატალონიელებმა მოიგეს “კლასიკო” და საკლუბო მუნდიალი, დაუბრუნდნენ “სიუდად ესპორტივას”. აღსანიშნავია, რომ სესიაში მონაწილეობა მიიღო დანიელ ალვესმაც, რომელსაც არდადეგები აქვს. მთავარ გუნდთან ერთად იყო ასევე “ბარსა ბ”-ს 8 ფეხბურთელი.
გვარდიოლას განკარგულებაში იყო “ბარსა ბ”-ს 8 ფეხბურთელი: ოიერი, მონტოია, დოს სანტოსი, კუენკა, სერხი რობერტო, მუნიესა, ტელიო და რაფინია.
ალვეშთან ერთად, მაგრამ ვალდესისა და აბიდალის გარეშე
დანიელ ალვესი, რომელსაც არდადეგები აქვს 29 დეკემბრამდე, მაინც მონაწილეობდა ვარჯიშში. ბრაზილიერი ნებაყოფლობით ვარჯიშობდა თანაგუნდელებთან ერთად. სესიაში არ მიუღია მონაწლიეობა აბიდალს, რომელსაც ხუთშაბათამდე აქვს დასვენება. ვალდესმა კი კლუბის ნებართვით გამოტოვა ვარჯიში.



