ფინალების მეფე

ფინალების მეფე

ლიონელ ანდრეს მესიმ შეძლო და 11-დან 9 ფინალში გაიტანა გოლი გვარდიოლას ეპოქაში. სულ არგენიტნელი ანგარიშზე 15 ბურთია.

 

ესპანეთის თასი 08/09 (“ბარსა”-“ბილბაო” 4:1 (1 გოლი) ) – ლიონელ მესიმ ამ მატჩში წინ გაიყვანა “ბარსელონა”. სწორედ ესპანეთის თასი იყო პირველი ტიტული გვარდიოლასთვის.

 

ჩემპიონთა ლიგა 08/09 (“ბარსა”-“მანჩესტერი” 2:0 (1 გოლი) ) – ჩემპიონთა ლიგის ფინალში მესიმ მეორე გოლი გაიტანა და საბოლოოდ “ბარსელონამ” 2:0 იმარჯვა სამუელ ეტო’ოსა და ლეოს გოლების წყალობით.

 

ესპანეთის სუპერ-თასი 09/10 (“ბარსა”-“ბილბაო” 2:1 (2 გოლი) ) – მას შემდეგ, რაც “ბარსელონამ” ბასკეთში 1:2 იმარჯვა, “კამპ ნოუზე” გაიბრწყინა და 3:0 მოუგო მეტოქეს. მეორე და მესამე გოლი ლიონელის ანგარიშზეა.

 

ევროპის სუპერ-თასი 09/10 (“ბარსა”-“შახტარი” 1:0 (გოლის გარეშე) ) – მესის ამ ფინალში გოლი არ გაუტანია, თუმცა ძალიან ლამაზი გადაცემა გეუკეთა პედრიტო. ამ უკანასკნელმა გოლით დაასრულა ეპიზოდი.

 

საკლუბო მუნდიალი 09/10 (“ბარსა”-“ესტუდიანტესი” 2:1 (1 გოლი) ) – ამ მატჩში კატალონიელები 0:1 აგებდნენ, თუმცა მატჩის ძირითად დროში პედრომ აღადგინა წონასწორობა, ხოლო დამატებით დროში ლიონელ მესის მოუტანა გამარჯვება “ბარსელონას”. არგენტინელმა ულამაზესი გოლი გაიტანა მკერდით.

 

ესპანეთის სუპერ-თასი 10/11 (“ბარსა”-“სევილია” 4:0 (3 გოლი) ) – მას შემდეგ, რაც “ბარსა” “სანჩეს პისხუანზე” 1:3 დამარცხდა “სევილიასთან”, მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულმა მესიმ 3 გოლი შეუგდო ანდალუსიელებს “კამპ ნოუზე”. საბოლოო ანგარიში კი 4:0 დაფიქსირდა ტაბლოზე, რა თქმა უნდა, კატალონიელთა სასარგებლოდ.

 

ესპანეთის თასი 10/11 (“ბარსა”-“რეალი” 0:1 (გოლის გარეშე) ) – სამწუხაროდ ამ მატჩში კატალონიელები დამარცხდნენ, შესაბამისად ვერც ლეო მესიმ მოახერხა გოლი გატანა.

 

ჩემპიონთა ლიგა 10/11 (“ბარსა”-“მანჩესტერი” 3:1 (1 გოლი) ) – არგენტინელმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. მან საჯარიმოს გარედან მოულოდნელად დაურტყა ედვინ ვან დერ საარს და ძალიან ლამაზი გოლი შეაგდო. გუნდმა 3:1 იმარჯვა პედროს, მესისა და ვილიას გოლების წყალობით. ინგლისელთა მხრიდან კი ერთადერთი გოლი უეინ რუნიმ გაიტანა.

 

ესპანეთის სუპერ-თასი (“რეალი”-“ბარსა” 2:2, “ბარსა”-“რეალი” 3:2 (3 გოლი) ) – კატალონიელები სეზონის დასაწყისში მორიგ ტიტულს დაეუფლნენ. მათ “სანტიაგო ბერნაბეუზე” ფრე გააგორეს, სადაც მესიმ მოახერხა გოლის გატანა, ხოლო “კამ ნოუზე” არგენტინელმა დუბლი შეუსრულა ქალაქელებს.

 

ევროპის სუპერ-თასი (“ბარსა”-“პორტო” 2:0 (1 გოლი) ) – ლიონელ მესიმ ისარგებლა მეტოქის მიუტევებელი შეცდომით და ანგარიში გახსნა. თამაშის მიწურულს კი საგოლე გადაცემა გაუკეთა სესკ ფაბრეგასს, რომელმაც ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.

 

საკლუბო მუნდიალი (“ბარსა”-“სანტოსი” 4:0 (2 გოლი) ) – ლიონელი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ამ უკანასკნელმა ფინალში ორი ძალიან ლამაზი გოლი გაუტანა მეტოქეს. დანარჩენი გოლები კი ჩავისა და ფაბრეგასის ანგარიშებზეა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია