იტალიური “მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, განაცხადა, რომ არ სურს “ბარსელონასთან” შედარება.
“შეუძლებელია შეედარო “ბარსელონას”. ჩვენ უამრავი დიდებული და ჩემპიონი ფეხბურთელები გვყავს გუნდში. “მილანი” იტალიის ტოპ-კლასის გუნდია და შეუძლია კატალონიელთა მიბაძვის გარეშე ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა”.
“არიგო საკის “მილანიც” განუმეორებელი იყო. იმ დროსაც ბრწყინვალე ფეხბურთელები იცავდნენ იტალიური კლუბის ღირსებას, მაგრამ მწვრთნელი მაინც ვალდებულია გამოიყენოს ის რესურსი ბოლომდე, რაც გააჩნია გუნდს”.
“საკის “მილანი” არ იყო დიდებული მხოლოდ ვარსკვლავებით, არამედ ახალგაზრდა ფეხბურთელებითაც. ახლა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ახალგაზრდულ აკადემიებზე, რადგანაც გვსურს, რომ გავაძლიეროთ საკუთარი “კანტერა”. დაასრულა მასიმილიანო ალეგრიმ.



