პეპ გვარდიოლა აქტიურად ატარებს როტაციას გუნდში, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში შესაძლო ფეხბურთელებიდან საუკეთსო თერთმეტეული აარჩია. “მაესტრო” ამ მატჩს სერიოზულად მოეკიდა. მიუხედავად იმისა, რომ ვილიას ტრავმა მწვრთნელისთვის სიფრთხილის გაკვეთილი უნდა ყოფილიყო, პეპმა მაინც გადაწყვიტა ლიდერი ფეხბურთელები ეთამაშებინა.
“ბარსელონამ” მატჩი სამი მცველით დაიწყო და სამი მცველით დაასრულა. დანი ალვესმა და ტიაგო ალკნატარამ მოედანზე ფლანგები გაინაწილეს. მესიმ და ფაბრეგასმა თავდამსხმელების როლები შეითავსეს. სესკი არგენტინელის უკან თამაშობდა, რიგ შემთხვევებში კი ისინი გვერდიგვერდ თამაშობდნენ.
“სანტოსმა” ფრთხილი ტაქტიკა აირჩია: 4 მცველი და ლიდერი ნეიმარი. რომალიო იმედოვნებდა, რომ ნეიმარი თავის კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო მატჩს ჩაატარებდა და “ბარსელონას” კონტრშეტევაზე დაიჭერდა.
“ბარსელონა” ნახევარმცველების სიმრავლითა და მათი მაღალი ხარისხით გამოირჩევა. 4 ფეხბურთელი + მესი, რომელიც ცენტრში ბურთის გასათამაშებლად გამოდიოდა, განსოსა და დანილოს თავისუფალი ზონებს არ უტოვებდა.
ბრაზილიური გუნდი მატჩის დასაწყისში მჭიდრო პრესინგით გადიოდა ფონს, თუმცა ხავის ოსტატობამ და პირველმა გოლმა გუნდი გატეხა და პირველ ტაიმში კატალონიელებს ანგარიში დამაჯერებლად მიჰყავდათ. მეორე ტაიმში ერიკ აბიდალიც ხშირად ერთვებოდა შტევაში მარცხენა ფლანგიდან, თუმცა მისი შემტევი პოტენციალი მწირი აღმოჩნდა და სასარგებლო ვერაფრი მოუტანა გუნდს. ამასთან ის დაცვაში კარგად ირჯებოდა, მიუხედავად იმისა, რომ საქმე მაინც და მაინც ბევრი არ ჰქონდა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს კარლეს პუიოლის გაუვალობა. ნეიმარმა რამდენჯერმა სცადა მისთვის ბრაზილიაში ნაცადი ხრიკებით გვერდის ავლა, თუმცა “ლომგული” მტკიცე აღმოჩნდა და ნეიმარი მთლიანად გაანეიტრალა.
საბოლოოდ “ბარსელონამ” გამარჯვება დამსახურებულად, მოიპოვა, თუმცა როგორც ექსპერტები თვლიან, ამ გამარჯვებაში გვარდიოლას ლომის წილი უდევს. რთულია, ათამაშო გუნდი სანჩესისა და ვილიას გარეშე, სამი მცველით და ახალგაზრდა ტიაგო ალკანტარათი. უნდა აღინიშნოს ფეხბურთელების მოტივაციაც.
პეპმა ფეხბურთელებს მატჩის წინ უთხრა, რომ არავინ იცის კიდევ როდის მიეცემათ შანსი ამ ტურნირზე. მოთამაშეები მატჩის ბოლომდე კონცენტრირებულები იყვნენ და დასასრულისკენაც კი არ მიეცათ ბრაზილელ ფეხბურთელებს ნეიმარსა და ელანოს თავის გამოჩენის საშუალება.



