მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბელეტი: “სანტოსს” შეუძლია “ბარსას” დამარცხება”

ბელეტი: “სანტოსს” შეუძლია “ბარსას” დამარცხება”

კატალონიის “ბარსელონას”, ლონდონის “ჩელსისა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟულიანო ბელეტიმ, განაცხადა, რომ ბრაზილიურ “სანტოსს” ძალუძს “ლურჯ-ბროწეულისფერთა” დამარცხება მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე. იტყობინება პრესა.

 

“გუნდებმა უკვე იციან როგორ უნდა გაუტანონ “ბარსელონას”. “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ფეხბურთელებს ასაკი ემატებათ, ცხოვრება გრძელდება. “სანტოსს” შეუძლია გამარჯვების მოპოვება. ამ შეხვედრაში ფავორიტი არ არსებობს, აქედან გამომდინარე 90 წუთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს”. განაცხადა 35 წლის ბრაზილიელმა.

 

შეგახსენებთ, რომ ფინალი “სანტოსსა” და “ბარსელონას” შორის სულ რამდენიმე საათში გაიმართება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში